არქიტექტურის, მხატვრობისა და ქანდაკების სინთეზით შექმნილი კინეტიკური სკულპტურები

| ავტორი: ნანკა კიკალია |

მხატვრობის, არქიტექტურისა და ქანდაკების სინთეზით შექმნილი კინეტიკური სკულპტურების ავტორი თენგიზ (SEPO) სეფიაშვილია.

სეფო თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია, მის შემოქმედებას მარტივად, ერთი შეხედვით გამოარჩევთ. თითოეული მისი კინეტიკური ქანდაკება საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს: მათში ვხედავთ არტისტის სამყაროს საკუთრივ აღქმას. სკულპტურის მიმართულებით, სეფოს პირველი ნამუშევარი 2010 წელს შეიქმნა და ეს იყო სიბრტყიდან სივრცეში გადასვლის პირველი მცდელობა. როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ეს იყო ახალი გამოწვევა, რაშიც არქიტექტურის პროფესია და სივრცესთან მუშაობის გამოცდილება დაეხმარა.

tengiz sepiashvili

ყველა ქანდაკება ჩემთვის ერთგვარი ეტაპია შემოქმედებით განვითარების გზაზე, - თენგიზ სეფიაშვილი.

თენგიზ სეფიაშვილი

ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ხელოვნება არაპირდაპირი, არტისტის ქვეცნობიერის მატარებელია. ნამუშევრის დამთვალიერებელმა საკუთარი ფანტაზიაც უნდა ჩართოს მის აღსაქმელად, შესაფასებლად და ალბათ ამიტომ, თანამედროვე ხელოვნება თითქოს განგრძობითია, არ აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. არ არის სტატიკური. შესაბამისად თავს უფლებას არ მივცემ, ამ დიდი ქართველი არტისტის შესახებ ჩემი შეფასება თავს მოგახვიოთ და გიზიარებთ მისი შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ მიმდინარეობას - კინეტიკურ სკულპტურებს, სხვა დანარჩენი კი თქვენი ფანტაზიის სიღრმისთვის მიმინდვია.

ზევით