#მხატვრობა

6 საკულტო ნამუშევარი თანამედროვე იაპონური ხელოვანებისგან, რომელიც უნდა ნახოთ

გაზიარება:

იაპონელი არტისტები, თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ღრმა, მრავლისმთქმელი, დამაფიქრებელი და ხშირ შემთხვევაში აღმაფრთოვანებელი ნამუშევრებით გამოირჩევიან. იაპონელი ხელოვანები საკუთარი წესებით მოქმედებენ, ამ უძვირფასესმა გამომგონებლებმა, თავიანთი უკომპრომისო ხედვებითა და ტრენდული მხატვრულობით, სრულიად შეცვალეს გლობალური ხელოვნების ლანდშაფტი.

1. ჩიჰარუ შიოტას მდუმარებაში

ჩიჰარუ შიოტა ერთ-ერთი გამორჩეული და საოცრად ნიჭიერი იაპონელი ხელოვანია, რომლის შემოქმედების ძირითად თემებად წარსული, მეხსიერება, ბავშვობა და მოგონებები ითვლება, მისი მთავარი სამუშაო მასალა კი ძაფის გორგალია. სწორედ შალის შავი ძაფის გორგლით შექმნა ჩიჰარუმ თავისი შემოქმედების ყველაზე დაუვიწყარი იმერსიული ინსტალაცია მდუმარებაში. ხელოვანმა სხვადასხვა ფორმები და ნივთები ფილიგრანულ ქსელში გაახვია და 2008 წელს მსოფლიო ხელოვნებას ერთ-ერთი დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა.

2. იაიოი კუსამას ბავშვობის ასახვა გოგრაში

თანამედროვე ხელოვნების იაპონელი ცოცხალი ლეგენდა, იაიოი კუსამა, ასევე ცნობილი, როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში, საკუთარ საწყისებს მრავალწახნაგოვან ნამუშევრებში ხშირად უბრუნდება. იაიოიმ ბავშვობა მეორე მსოფლიო ომი ჩრდილში, დახურულ კვარტალში, იაპონური არმიისთვის პარაშუტების კერვაში გაატარა, სწორედ ეს გამოცდილება გახდა კუსამასთვის გოგრის ინსტალაციების შექმნის საბაბი.

3. ტაკაში მურაკამის თანამედროვე სკულპტურა ვერსალში

მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი თანამედროვე იაპონელი ხელოვანის ტაკაში მურკამის სკულპტურის განთავსებამ ვერსალის სასახლეში დიდი აჟიოტაჟი და ნაციონალისტების სერიოზული განრისხება განაპირობა, ეს მინა-ბოჭკოვანი ინსტალაცია, რომელიც 60-იანი წლების იაპონური საშინელებათა ფილმით გახლდათ ინსპირირებული, ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოვლენად ითვლება.

4. მინაკო შირაკურას შუშის ქანდაკებებში ასახული სილამაზე

იაპონელი თანამედროვე მხატვრის მინაკო შირაკურას ეს ბრწყინვალე არტ-ინსტალაცია ასახავს მომენტს დროსა და ადგილას. სრულყოფილ სფეროში შეჩერებული სარკეები წარმოადგენდნენ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს, ასახავდნენ და იმავდროულად ამახინჯებდნენ საკუთარ გარემოს.

5. გაყინული მოდა: მაკოტო აზუმას ყინულის სკულპტურები

თანამედროვე იაპონელი ხელოვანის, მაკოტო აზუმასა და  Dries Van Noten-ის კოლაბორაცია 2017 წელს, ბრენდის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებისთვის შედგა. მაკოტომ, ყვავილების დახვეწილი შეხამებით, დიდ ყინულის კუბებში მოათავსა და მოდური ჩვენება ამ ულამაზესი სკულპტურები გაალამაზა.

6. იოშიტომო ნარას  პასუხების ძიება ტრაგედიაში

იოშიტომო ნარამ ეს დივერსიული ნახატი, 2011 წელს, ტოჰოკუს ცუნამით გამოწვეული კატასტროფის შემდეგ შექმნა. მასზე გამოსახულია დაშავებული გოგონა, რომელიც დაბნეული ეძებს პასუხებს კითხვებზე. 

60-იანი წლების მანგითა და ანიმეებით შთაგონებული ნარა, 90-იანებში იაპონური პოპ-არტ მოძრაობით, თანამედროვე ხელოვნებას გამორჩეულ ფიგურად მოევლინა. მას შემდეგ, იოშიტომო ნარამ 40-ზე მეტი პერსონალური გამოფენა მოაწყო მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იაპონელი ხელოვანია.

ზევით