2022 წლის კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმი

კანში მზემ გამოანათა, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ და პანდემიით გამოწვეული 2 ნაკლული წლის შემდეგ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი რიგით 75-ე ღონისძიება, მთელი თავისი დიდებულებით დაგვიბრუნდა.

12 საფესტივალო დღის განმავლობაში ბევრი რამ ვნახეთ, წითელ ხალიჩაზე გლამურის და მაღალი მოდის გვერდით ადგილი პროტესტისთვის თუ პატივისცემისთვისაც გამოიძებნა. მართალია, კანის კინოფესტივალი წელს ნელა განვითარდა, თუმცა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავი ფილმები წარადგინა, რომელთაგან რჩეულ 10-ეულს დღეს წარმოგიდგენთ.

Close

ბელგიელმა კინორეჟისორმა ლუკას დონტმა პირველი Camera d’Or სადებიუტო ფილმ Girl-სთვის დაიმსახურა, რომლის პრემიერაც კინოფესტივალზე 2018 წელს გაიმართა, წელს რეჟისორმა ახალი პროდუქტი სახელწოდებით Close წარმოადგინა, რომელიც თინეიჯერობის მიჯნაზე მყოფი ორი ბიჭის მეგობრობის სენსიტიურ ისტორიას გვიამბობს.

Close კინოკრიტიკოსების ერთ-ერთი რჩეული ფილმი გახდა კანის კინოფესტივალზე, ყველამ ერთხმად დააფასა ლუკას დონტის მიერ გადმოცემული გულახდილობა, რომელიც მოზარდობის ასაკს, მოწყვლადობასა და ამ პროცესის თანმდევ სისუსტეებს ახლავს თან.

Tori and Lokita

ძმები დარდენების უკანასკნელი ფილმები Young Ahmed დ The Unknown Girl ბელგიელებისთვის წარმატეის მომტანი აღმოჩნდა და სანამ 2022 წლამდე კინორეჟისორების სახელები ყველაზე ხშირად ამ ეკრანიზაციებთან იყო დაკავშირებული, 2022 წელს მათ ახალი ფილმის პრემიერით Tori and Lokita, ყველა წარსული დიდება გადაფარეს.

მბავი ორი ახალგაზრდა აფრიკელი ემიგრანტის შესახებ (პაბლო შილსი, მბუნდუ ჯოელი), რომლებიც სასოწარკვეთილნი ცდილობენ გადარჩნენ ყველა საშუალების გამოყენებით, არის მკაცრი, მეთოდური და მოძრავი სავარჯიშო, რომელიც კიდევ ერთხელ წყვეტს სოციალური უთანასწორობისა და ექსპლუატაციის გულს.

Crimes of the Future

8 წლიანი პაუზის შემდეგ, დევიდ კრონენბერგის დიდი დაბრუნების დრო დადგა კინოინდუსუტრიაში. კანადელი რეჟისორი კანში ახალი ფილმით Crimes of the Future-ით ვიხილეთ, რომლისთვისაც დევიდმა კიდევ ერთხელ ითანამშრომლა ვიგო მორტენსენთან და ამასთანავე იპოვა გზა დაჰბრუნებოდა sci-fi/body horror ჟანრს, რომელმაც კრონენბერგს ოდესღან აღიარება მოუტანა.

Aftersun

შოტლანდიელი კინორეჟისორი შარლოტა უელსი კანის კინოფესტივალზე სადებიუტო ნამუშევრით გამოჩნდა Aftersun-ში მოქმედება 90-იანი წლების ბოლოს ვითარდება და დელიკატურად მოგვითხრობს 11 წლის სოფის (ფრენკი კორიო) და მისი მამის კალუმის (პოლ მესკალი) ურთიერთობაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ისინი რამდენიმე დღით თურქეთში, კურორტზე მიემგზავრებიან დასასვენებლად. 

ფილმი, რომელმაც French Touch Prize მიიღო, არის საერთო გამოცდილების საოცნებო გამოძახილი, ასაკობრივი ფილმი როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვისთვის, გარკვეულწილად.

Elvis

კრიტიკოსების შეფასება ამ ფილმის მიმართ არაერთგვაროვანი გახლდათ, თუმცა ბაზ ლურმანის ბრწყინვალე, ენერგიული ელვის პრესლის ბიოგრაფიული ფილმი იყო ზუსტად ის შოუ, რომელიც კანს მეორე კვირაში სჭირდებოდა. ოსტინ ბატლერმა ბრწყინვალედ მოირგო მუსიკის ლეგენდის როლი და იდეალურად შეასრულა როგორც კონცერტის სცენები, აგრეთვე ისეთი ემოციური მომენტები, როგორიც ელვისის გარდაცვალებაა.

Boy from Heaven

ტარიკ სალაჰს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ დამსახურებულად მიანიჭა პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. Boy from Heaven-ში მოქმედება Al-Azhar-ის უნივერსიტეტში ვითარდება, სუნიტური ისლამის შემსწავლელ პირველ დაწესებულებაში. ეს არის ძალაუფლების მქონე ადამიანების ძლიერი პორტრეტი - და ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას გააკეთებენ ისინი იქ დარჩენისთვის.

Triangle of Sadness

2022 წლის პალმის რტოს გამარჯვებული ფილმი, რუბენ ოსტლუნდის სატირაა, სუპერმდიდარი ადამიანების ზღვარგადასულ ცხოვრებაზე, ეს არის ფართო, ფარსული, ველური და სასტიკად სასაცილო ფილმი, რომელიც უცილობლად მოიგებს მნახველის გულს.

Decision to Leave

კანის კინოფესტივალის შუა რიცხვებში პარკ ჩან-ვუკის სურათი გამოჩნდა დიდ ეკრანებზე, ფილმი დეტექტივის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც უყვარდება ქალი, რომლის ისტორიასაც იძიებს. რეჟისორის Vengeance Trilogy-ს მოყვარულთათვის და მისთვის დამახასიათებელი ულტრაძალადობით მოწყურებულთათვის, ეს Decision to Leave განსხვავებული გამოცდილება აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ელეგანტურად შემუშავებული ფილმი, რომელიც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

As Bestas

ესპანელი რეჟისორის როდრიგო სოროგოიენის As Bestas ფესტივალის ბოლოს, Cannes Première-ის სექციაში წარმოდგენილი თრილერია. დენის მენოშე და მარინა ფოისი წყვილის როლს ირგებენ, რომლებიც გალიციის რეგიონში პატარა ფერმას უვლიან, ისინი ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ მოსახლეობას ქარის ტურბინის შეთავაზებულ პროექტს და სწორედ აქ იწყება დაპირისპირება, რომელიც ფილმის მამოძრავებელ ძალად გვესახება.

One Fine Morning

Bergman Island-ის წარუმატებელი პრემიერის შემდეგ, რომელიც გასულ წელს შედგა, მია ჰანსენ-ლოვესი კინოფესტივალს ახალი ენერგიითა და შემართებით დაუბრუნდა. One Fine Morning აღმოჩნდა ის ეკრანიზაცია, რომელმაც რეჟისორი მწვერვალზე დააბრუნა აგონიითა და ექსტაზით გაჯერებული ფილმისკენ კი მილიონობით მაყურებლის ყურადღება მიმართა. 

ზევით