10 ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც თებერვალში ველოდებით

რადგან იანვარი თითქმის მიიწურა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ზამთრის დღეები დასრულდა, წინ თებერვლის მყუდრო და სახლური დღეები გველოდება, რომლებიც კომფორტულად მოკალათებისკენ და საყვარელი თუ ახალი ფილმი/სერიალის ნახვისკენ გვიბიძგებენ. რომანტიკული კომედიებით დაწყებული (რაც არ უნდა იყოს, თებერვალი ხომ სიყვარულის თვეა), ახალი სეზონებითა და მნიშვნელოვანი პრემიერებით დამთავრებული, The Diary-მ თქვენთვის რჩეული სია შეადგინა, რომლებიც ზამთრის ცივი დღეების გადატანაში დაგვეხმარებიან.

Harlem-ის მე-2 სეზონი

საკმაოდ წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, Harlem-ის უახლესი სეზონი ოთხი მეგობრის (მეგან გუდი, გრეის ბაიერსი, ჯერი ჯონსონი და შონიკა შანდაი) ცხოვრებისეული გამოწვევების და პრობლემის გადაჭრის მათი გზების შესახებ გვიყვება.

გამოსვლის თარიღი: 4 თებერვალი

You მე-4 სეზონი

სან-ფრანცისკოდან ჯო გოლდბერგის (პენ ბედგლი) გაქცევის შემდეგ, გასული სეზონის დასასრულს აღმოვაჩინეთ, რომ სერიალის მთავარმა გმირმა გეზი ინგლისისკენ აიღო. ახალი, მე-4 სეზონის თრეილერში კი ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი ხდება, ჯო ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, ის ახლა პროფესორია და როგორც ჩანს სიყვარულის ახალი ობიექტიც ჰყავს, თუმცა ნამდვილი სტალკერის და სერიული მკვლელის წარსულით თუ ვიმსჯელებთ, გოლდბერგის არც ეს მოგზაურობა დასრულდება მისთვის სახარბიელოდ.

გამოსვლის თარიღი: 9 თებერვალი

Stolen Youth: Inside the Cult

Hulu-ს დოკუმენტური ფილმი Stolen Youth, Sarah Lawrence-ის კოლეჯის სტუდენტების შესახებ გვიყვება, რომლებიც თანაკურსელის მამის და შემდეგში კულტის ლიდერის - ლოურენს რეის მხრიდან, ძალადობისა და სექსუალური ტრეფიკინგის ქვეშ მოექცნენ. 

გამოსვლის თარიღი: 9 თებერვალი

Somebody That I Used to Know

ელისონ ბრი, ჯეი ელისი და კირსი კლემონსი დეივ ფრანკოს ახალ რომანტიულ ფილმში, სახელწოდებით Somebody I Used to Know-ში მონაწილეობენ. როდესაც ელი (ელისონ ბრი) მშობლიურ ქალაქს ესტუმრება და ყოფილ ბოიფრენდს შონს (ჯეი ელისი) გადაეყარა, მათი მეგობრობა ახალ საფეხურზე გადადის, მივიწყებული წარსულის გრძნობები კი ხელახლა იჩენენ თავს.

გამოსვლის თარიღი: 10 თებერვალი

Your Place Or Mine

დები (რიზ უიზერსპუნი) და პიტერი (ეშტონ კატჩერი) დიდი ხნის საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან. დები მარტოხელა დედაა და ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, პიტერი კი მარტოხელა ბაკალავრიატის სტუდენტია ნიუ-იორკში და საუკეთესო ცხოვრებით ტკბება. Netflix-ის უახლესი რომანტიკული კომედიის გმირები გადაწყვეტენ, თავიანთი ცხოვრება ერთი კვირით გაუცვალონ საუკეთესო მეგობარს და სწორედ მაშინ იწყებენ იმის გაანალიზებას, რომ მათ შესაძლოა იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე წარმოედგინათ.

გამოსვლის თარიღი: 10 თებერვალი

Magic Mike's Last Dance

Magic Mike ფილმის ფრენჩაიზის მესამე ფილმში: Magic Mike's Last Dance, მაიკ ლეინი (ჩენინგ ტატუმი) იღებს ერთ ფინალურ ჩვენებას - ამჯერად, ლონდონში. წარუმატებელი საქმიანი გარიგების გაწყვეტის შემდეგ, მას აქვს საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად ბოლო შოუ გასამართი.

გამოსვლის თარიღი: 10 თებერვალი

Planet Sex With Cara Delevingne 

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის კვალდაკვალ, მოდელი კარა დელევინი სექსუალობას ვირტუალური რეალობის თუ სექს-წვეულებების მეშვეობით იკვლევს. დოკუმენტურ სერიალში, კარა უცნობი ადამიანების სექსუალური ცხოვრების შესახებ, მათივე ინტერვიუების დახმარებით გვიამბობს.

გამოსვლის თარიღი: 14 თებერვალი

Ant-Man and the Wasp: Quantumania

Avengers: Endgame-ში სკოტ ლენგის (პოლ რადი) დროსთან ბრძოლის შემდეგ, ენთმენის თავგადასავალი პეიტონ რიდის ახალ ფილმში Ant-Man and The Wasp: Quantumania-ში გრძელდება, რომელიც დამაინტრიგებელი თრეილერით წინ დიდ სანახაობას გვიმზადებს.

გამოსვლის თარიღი: 17 თებერვალი

Sharper

მთავარ როლებში სებასტიან სტენისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით, A24-ის ახალი ნეო-ნუარის თრილერი, Sharper, მდიდარი ოჯახის საიდუმლოებებისა და ტყუილებით სავსე ცხოვრების შესახებ გვიამბობს. სიხარბით, ლტოლვითა და ამბიციებით სავსე ისტორიის ნახვას მაყურებელი 17 თებერვლიდან შეძლებს.

გამოსვლის თარიღი: 17 თებერვალი

Outer Banks მე-3 სეზონი

და ბოლოს, წარმოგიდგენთ სერიალს, რომლის ახალ სეზონსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. Outer Banks-ის ახალგაზრდების ჩახლართული, ემოციური და ზოგჯერ გიჟური თავგადასავალი გრძელდება, საინტერესოა ამჯერად სად ამოყოფენ ისინი თავს და რა სახის უსიამოვნებაში გაეხვევიან.

გამოსვლის თარიღი: 23 თებერვალი

ზევით