#კინო

10 მიზეზი, რის გამოც კიანუ რივზი ასე ძალიან გვიყვარს

გაზიარება:

მამაკაცი, მითი, ლეგენდა - კიანუ რივზს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის გვიყვარს ყველას და რაც მთავარია უპირობოდ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაბალრეიტინგულ ფილმში მიიღებს კიანუ მონაწილეობას, მას ჰეითერები არ ჰყავს, ამ მსახიობმა შეძლო და დედამიწის გარშემო მილიონობით ადამიანის გული არა მხოლოდ საშემსრულებლო მანერითა, მაღალი დონის სამსახიობო ნიჭით და უნაკლო ვიზუალით დაიპყრო, არამედ თავისი უბრალოების, ჰუმანურობისა და გულუხვობის წყალობით მოგვნუსხა.

1. საქმეზე შეყვარებული

კიანუ რივზი უბრალოდ იმ მსახიობთა სიას მიეკუთვნება, რომლებიც სრულიად არიან შეყვარებული თავიანთ საქმესა და პროფესიაზე. კიანუ თითოეულ პროდუქტში 101%-ს დებს და ეს შეუმჩნეველი არასდროს რჩება.

2. ჩვეულებრივი მოკვდავი

მერე რა თუკი ერთ ფილმში მონაწილეობისთვის ის მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს და ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცია მსოფლიოში? - ის რიგით ადამიანად რჩება, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც იყენებს და ქალს ადგილსაც უთმობს.

3. ის საოცრად გულუხვია

ალბათ, გახსოვთ კიანუს ერთ-ერთი დაუვიწყარი როლი ფილმ Matrix-ში, მან ტრილოგიაში მონაწილეობით 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, თუმცა თანხის 70% თავისივე სურვილით სპეც-ეფექტების შემქმნელ გუნდს გადასცა, რადგან კიანუმ ზუსტად იცოდა, რა შრომა იყო ჩადებული თითოეულ ფილმში.

4. კიანუ სრულიად უცნობ ადამიანებს ეხმარება

ჩვენი ფავორიტი მსახიობისთვის არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზი, იმისათვის რომ ადამიანებს დაეხმაროს, ის ეხმარება ყველას ვისთვისაც ამის საჭიროება არსებობს, მათ შორის ქალსაც, რომელსაც მანქანა გაუფუჭდა და კიანუმ საკუთარი პორშეთი სახლამდე მიყვანა შესთავაზა, სახლში მისულს კი თავისი ნომერიც მისცა და ქალს უთხრა, რომ თუკი რაიმეში დასჭირდებოდა დახმარება მისთვის დაერეკა.

5. ის საოცრად თავმდაბალია

თავმდაბლობა კიანუ რივზის ყველაზე ძვირფასი თვისებაა, გავიხსენოთ თუნდაც Toy Story 4-ის პრემიერაზე მისული მსახიობი და ერთ-ერთი ინტერვიუ, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა რას ფიქრობდა იმის შესახებ, რომ კიანუ ინტერნეტის ახალ შეყვარებულად იქცა, მან კი პასუხის გაცემის ნაცვლად გაიღიმა და თავი ჩახარა.

6. ყოველთვის ზრუნავს ხალხზე

სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ რეისზე კიანუ რივზიც ერთ-ერთი მგზავრი გახდათ, მოულოდნელად თვითმფრინავს ავარიული დაშვება მიუწია, პანიკაში ჩავარდნილი ხალხის დამშვიდება კი კიანუმ საკუთარ თავზე აიღო, ის ფეხზე წამოდგა და ხალხს უამრავი რამის შესახებ ესაუბრა.

7. არასოდეს ივიწყებს რთულ წარსულს

კიანუს ბავშვობაში კითხვის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მას სკოლიდან გამოსვლა მოუწია, პატარა კიანუ მამამ მიატოვა, მისი შვილი გარდაცვლილი დაიბადა, შეყვარებული კი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა - დიახ, კიანუს ძალიან რთული წარსული ცხოვრება ჰქონდა, ალბათ სწორედ ამის გამო აფასებს ის ცხოვრებას ასე ძალიან.

8. სხარტი პასუხებით გამოირჩევა

კიანუს ყოველი ინტერვიუს მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა, რივზი ყოველ შეკითხვას ოსტატურად სცემს პასუხს, ჩვენი ფავორიტი კითხვა-პასუხის სიიდან კი ეს განსაკუთრებულია: "კიანუ, რას ფიქრობს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ" - "მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ ადამიანებს მოვენატრებით, ვისაც ძალიან ვუყვარვართ".

9. ბუნებით ქველმოქმედია

ბევრი ცნობილი ადამიანი გვინახავს, რომელიც ამა თუ იმ საქველმოქმედო ორგანიზაციაში დიდი რაოდენობით ფულს რიცხავს, თუმცა ხშირად ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ეს მხოლოდ სხვის დასანახად ხდება. კიანუ კი პირიქითაა, ის გულუხვი ქველმოქმედია და ყოველთვის ცდილობს, რომ შემოწირულობა ანონიმურად განახორციელოს.

10. კიანუ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანია

მიუხედავად გასაიდუმლოებული ქველმოქმედებისა, კიანუს კეთილი საქმეების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მაინც ხდება და ამ ინფორმაციას ის ადამიანები ასაჯაროებენ, რომლებიც საოცრად მადლიერი არიან კიანუს დიდსულოვნებით. 80 მილიონამდე დოლარი სპეც-ეფექტებიც გუნდს, 2 მილიონი პროდიუსერს და 20 ათასი დოლარი შემოქმედებითი გუნდის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ამ პერიოდში ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა - შთამბეჭდავია, არა?

ზევით