რა და ვინ არის GOGO?

როდესაც ახალ შესაძლებლობებს ვეჭიდებით და ვიყენებთ, ეს გადაწყვეტილება წინ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიშლის და ასე გრძელდება უსასრულოდ. ეს ფაქტია! სულ რაღაც 50 წლის წინ ქალი ანტერპრენერის იდეა აბსურდულად მოეჩვენებოდათ, მაგრამ დღეს, ქალი ბიზნესის სათავეში სასიამოვნო რეალობაა.

სამწუხაროდ სექსიზმთან ყოველდღიურად ჭიდილი დღესაც გვიწევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესზე გვაქვს საუბარი

მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ უკვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქალი ძლიერი, შეუპოვარი, მიზანდასახული და ეფექტური არსებაა, რომელსაც ძალიან (ძალიან, ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან…) ბევრი დაბრკოლების გადალახვა და მიზნისკენ უკან მოუხედავად სწრაფვა შეუძლია.

ახალი ონლაინ პლატფორმა - The Diary ქალების მიერაა შექმნილი. ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი კი რუბრიკა GOGO! გახლავთ, რომელიც ანტერპრენერ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქალის მიერ დაწყებული საქმე, ამიტომ ჩვენი მხრიდან ქალების ბიზნესების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, ზემოთხსენებული რუბრიკა სპეციალურად მათთვის შევქმენით.

GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. რუბრიკა ყოველ მეშვიდე დღეს კვირის GOGO!-ს გამოავლენს, რომელსაც ჩვენი გუნდი გაგაცნობთ

GOGO!-ს რჩეულებს შორის უკვე მოხვდნენ თეონა ჩაჩუა (squad.), ქეთო ვახტანგიშვილი (ტოტი), ლანა წურწუმია (Boo my Boo) და სხვა საინტერესო ანტერპრენერები. წინ უამრავი 7 დღე და კიდევ უფრო მეტი საინტერესო, გამორჩეული, კრეატიული და ძლიერი ქალია, რომლებიც კვირის GOGO!-ს ტიტულთან ერთად, სუპერ გმირის სტატუსს იმსახურებენ.

ზევით