#ბიზნესი

ნეკა დოროყაშვილის სამოსის ბრენდი

გაზიარება:

ნეკა დოროყაშვილს ბევრი იცნობს, როგორც მოდელს, როგორც საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, თუმცა დღეს ჩვენ ნეკას, როგორც ახალგაზრდა ანტერპრენერ გოგოს ისე წარმოგიდგენთ. მან არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი NEKA დაარსა, რომელიც მომხმარებელს კომფორტულ და ამავდროულად მოდურ სამოსს სთავაზობს.

ნეკა დოროყაშვილი

ნეკა როგორ მოგივიდათ იდეა?

თავდაპირველად, ეს იყო უბრალოდ სურვილი თავად შემეძინა კომფორტული და ხარისხიანი სამოსი, რომელიც მე და ჩემს შვილს ზამთრის ცივ დღეებში გამოგვადგებოდა და თან საახალწლო განწყობასაც შეგვიქმნიდა. მიუხედავად ბევრი ძიებისა, ასეთი სამოსი ქართულ ბაზარზე ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე თავად შემექმნა.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Neka (@nekaclothingbrand)

როგორ უთავსებსთ პირად ცხოვრებასა და საქმიანობას?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ჩემს შვილთან გატარებული ყოველი წუთი. მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი დრო გავატარო მასთან ერთად.  როგორც ლუკასი იტყვის ხოლმე, ჩვენ პირველ რიგში კარგი მეგობრები ვართ. ყველგან ერთად დავდივართ და ის აქტიურადაა ჩართული ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ქალისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია გარკვეული დრო მხოლოდ საკუთარ თავს დავუთმო. ამ დროს, მთავარია სწორი ბალანსი დავიცვათ და დრო სწორად გადავანაწილოთ. როდესაც შვილი გყავს, რთულია საკუთარი ბიზნესის დაწყება, რადგან  პირველ რიგში ხარ დედა, შემდეგ კი საქმიანი ადამიანი. დედის გონება და გულის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ბავშვთანაა. არაფრად არ გიღირს წარმატება, თუ შენს შვილს ყურადღებას მოაკლებ. ამიტომ დროის მართვა და მისი სწორი გადანაწილება ყველაზე მნიშვენლოვანია.

NEKA-ს სამოსი კომფორტული და ამავდროულად მოდურია

რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ ბრენდის განვითარებას?

გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა NEKA-მ, როგორც გლობალურმა მოთამაშემ, საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. მთელი ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია ექსპორტზე ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

მიზნებისკენ სწრაფვას ძალიან ვნებს შინაგანი დისბალანსი.  

ალინა ეფიმოვა, NEKA-ს სარეკლამო კამპანია

რას ურჩევთ გოგოს?

პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. სიძნელეების გადალახვის არ  უნდა შეეშინდეს. ცხოვრება ყოველთვის პოზიტივით და ლამაზი მომენტებით სავსე არ არის. როდესაც სხვის წარმატებას შორიდან ადევნებ თვალს, ეს ყველაფერი მარტივი გგონია, სინამდვილეში კი არავინ არ იცის რამდენი სიძნელეების გადალახვა მოუწია ამ ადამიანს.

თუნდაც ჩემს შემთხვევაში, გარედან სიტუაციას ზედაპირულად აფასებენ და რეალობისგან ძალიან აცდენილ სურათს ხატავენ. ზოგადად ახალგაზრდა ადამიანისათვის რთულია დაინახო მომავალი მაშინ როცა სიძნელეებისა და პრობლემების გარდა არაფერი ჩანს, მაგრამ უნდა გვქონდეს რწმენა და სწორად განსაზღვრული მიზანი. თუ სწორად დაისახავთ მიზანს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვებით მას, ის აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს სასურველ პოზიციამდე.

ზევით