„გამოძერწე შენი ემოცია“ - არტთერაპია, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერში გვამოგზაურებს

სტრესისგან, დაძაბულობისა და ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლება ყველას სხვადასხვანაირად გამოგვდის. ზოგიერთებმა ჩვენი რუტინაც კი შევიმუშავეთ და ვცდილობთ უარყოფითი ემოციებისგან მაშინვე დავიცალოთ, როგორც კი ამის საჭიროებას ვიგრძნობთ და ეს ასეც უნდა იყოს. კერამიკოსმა და Nano Ceramics-ის დამფუძნებელმა, ნანიკო სვანიძემ მიზნად სწორედ ეს ამოცანა დაისახა და შექმნა არტთერაპია სახელწოდებით „გამოძერწე შენი ემოცია“, რომელიც უსულო საგნების სულთან გაერთიანებისა და უარყოფითი ემოციების დადებითად გარდაქმნის შესაძლებლობას გვაძლევს.

პირადი ისტორია

მოგესალმებით, მე ნანიკო სვანიძე ვარ, გოგო რომელსაც იმ საქმის კეთება უნდოდა, რაც არა მხოლოდ მას, არამედ  სხვა ადამიანებსაც მოჰგვრიდა სიამოვნებას... ჟურნალისტიკას ვსწავლობდი, შემდეგ კი კერამიკა შევისწავლე. ასევე, ფსიქოლოგიით ვარ დაინტერესებული და ახლაც სწავლის პროცესში გახლავართ. კერამიკის შესწავლის შემდეგ, საკუთარი სახელოსნოსა და სივრცის შექმნის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა  და ასეც მოხდა, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ოცნება რეალობად მექცია. 

ბევრი მეუბნებოდა, რომ ეს „კაცის საქმეა“ და „დიდ ძალასა და ენერგიას“ მოითხოვს, მაგრამ ეს სიტყვები ჩემთვის მოტივაცია იყო! უსულო საგნების სულთან გაერთიანების შესაძლებლობას ვხედავდი, სწორედ ამას ამბობს ჩემი თერაპია „გამოძერწე შენი ემოცია“.

Nano Ceramics-ის კონცეფცია

სიცოცხლე, ძალა, ენერგია - ის, რომ სათქმელი შემოქმედებაში იდოს.

სახელოსნო ყველასთვის

დიახ, მაქვს სახელოსნო სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. მაქვს შემსწავლელი გაკვეთილები, კურსი, ნებისმიერ ადამიანს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას ვაძლევ, ან იმ ადამიანებს ვინც იცის კერამიკასთან მუშაობა, ვცდილობ დავეხმარო  და მივცე შესაძლებლობა, რომ ჩემი სივრცე, ღუმელი და ა.შ გამოიყენონ.

არტთერაპია

„გამოძერწე შენი ემოცია“ არის შესაძლებლობა საკუთარ თავსა და ქვეცნობიერში მოგზაურობის; პროცესი საკუთარ თავს და შინაგან სამყაროს რომ მიენდო. გირჩევთ, რომ ეს ექსპერიმენტი, ყველამ გამოცადოთ... თერაპია შესაძლებლობას გაძლევს გააცნობიერო და შემდეგ გარეთ გადმოიტანო არსებული პრობლება ან ის წინაღობა რაც ხელს გიშლის წინსვლაში ან უბრალოდ ცხოვრებაში.

მაქვს როგორც fb ასევე Instagram გვერდები, ჩემი ნამუშევრების შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე შეგიძლიათ.

რჩევა GOGO-ებს

არცერთ წინაღობას არ დანებდეთ და საკუთარი ოცნება აქციეთ პრიორიტეტად, რათა აისრულოთ ისინი.

სამომავლო გეგმები

რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება ამ სფეროს შესახებ და დახმარება თერაპიით, ასევე შემსწავლელი კურსით, რადგან ისიც თერაპიაა. მეტი და მეტი მომხმარებელი.

ზევით