ერთგულებისა და ერთიანობის სამარკო ნიშანი - Ninellie

სამოსის ბრენდი Ninellie, რომელიც ეროვნული სიმბოლოების მატარებელია,   2015 წელს ძალიან ძლიერმა და ქარიზმატულმა ახალგაზრდა ქალმა დააფუძნა. საქართველოს რუკა გულზე, ჩანთაზე, მაისურზე, ერთგულებასთან ერთად - სიმბოლურია. სიმბოლიზმი კი თავის მხრივ ფარულ არსსა და ჭეშმარიტებას ატარებს. ტანსაცმელი დღეს არა მხოლოდ სამოსია, რომელიც სხეულს გვიფარავს, არამედ საკუთარი აზრის გამოხატვის, თავისუფლებისა თუ რევოლუციისთვის გამზადებული სუფთა ტილოა. 

დასაბამი

ბავშვობიდან ავირჩიე ეს პროფესია და ჩემს ოცნებებს მივყევი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი სულ სხვა პროფესიით ვიმუშავე, ერთ დღესაც მივხვდი, რომ უარი უნდა მეთქვა იმისთვის, რისი კეთებაც სიამოვნებას არ მგვრიდა. იმჟამინედლ სამსახურს თავი გავანებე და დავიწყე მხოლოდ ჩემი პროფესიით მოღვაწეობა. ასე ვაქციე საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ.

სიმბოლიზმი 

მოგზაურობისას, როდესაც მეკითხებოდნენ თუ საიდან ვიყავი, სიამაყით ვამბობდი - საქართველოდან! ასევე, როდესაც უცხოეთში ქართულ საუბარს ვისმენდი, მინდოდა მეთქვა - მეც ქართველი ვარ! მსურდა სიტყვების ნაცვლად ჩემს სამოსს ესაუბრა. საქართველოს რუკის ფორმა კი ისე მიყვარს, ზუსტად ვიცოდი, რომ მას ჩემს კოლექციებში  აუცილებლად გამოვიყენებდი! იდეამ ხორცი შეისხა და დღეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ, სიამაყით ატარებენ გულით ერთიანი საქართველოს რუკას. 

ქართველი დიზაინერი
Ninellie-ს დამფუძნებელი ნინო ჩხაიძე

გეგმები

Covid-19 პანდემიით გამოწვეული მიზეზებით, ბევრი პროექტი ჩამეშალა, თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმაში მაქვს  წარმოების გაფართოება, მსურს სხვადასხვა საინტერესო თემატიკებზე ვიმუშაო. ასევე საზღვრების გახსნის მოლოდინში ვართ,  რომ კვლავ შევძლოთ საქართველოს სახელის გატანა მსოფლიო ასპარეზზე.

ninelli 200321

GOGO

ყველა გოგოს ვურჩევ ბოლომდე მიყვეს იმ მიზანს რაც დასახული აქვს. ცხოვრება უამრავ დაბრკოლებას გვიქმნის და ეს ერთგვარი გამოცდააც არის. თუმცა თუ კი მიზანი ღირებულია, მაშინ ვერაფერი შეგაჩერებს და დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიხვალ! არცერთი წამით არ გააჩერო საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება, ყველა პროფესიაშია ამოუწურავი რესურსი და ახალ-ახალი ტექნოლოგიური მიღწევებია, რომლის ათვისება უფრო მეტად თავდაჯერებულებს შეგძენს. აირჩიე საყვარელი საქმე და აკეთე ის კეთილსინდისიერად, მუხლჩაუხრელად, მუდმივად განვითარების წყაროები ეძიეთ და  წარმატებაც გარანტირებულია!

ზევით