#სილამაზე

ზაფხულის MUST HAVE პროდუქტები „კრისტიან ბრეტონისგან“

გაზიარება:

„კრისტიან ბრეტონი“ სილამაზის სამყაროს ერთ-ერთი ფავორიტი პრემიუმ ბრენდია საფრანგეთიდან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის იმ ზღაპრულ ბრენდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჩვენი სილამაზისთვის დაუღალავად შრომობენ და რა გასაკვირია, რომ ყოველი სიახლე „კრისტიან ბრეტონისგან“ ჩვენს ყურადღებას იპყრობს?

ფრანგული ჯადოსნობის, „კრისტიან ბრეტონის“, ფართო ასორტიმენტში, ახალი, უნიკალური კომპონენტებით მდიდარი პროდუქტები გამოჩნდა, რომელიც ისეთი სასწაულმოქმედი ინგრედიენტებით გახლავთ მდიდარი, როგორებიც ჰიალურონის მჟავა და არგანია.

თუ ჯერ კიდევ არ განგიახლებიათ კარს მომდგარი საზაფხულო სილამაზის რუტინა, მაშინ გირჩევთ „კრისტიან ბრეტონის“ ტოპ პროდუქტები შეარჩიოთ, რომლებიც უდავოდ სეზონის Must Have თავის მოვლის საშუალებებად მოგვევლინება.

„კრისტიან ბრეტონის“ სახის შრატი ჰიალურონითა და არგანით ინტენსიური დატენიანებით გამოირჩევა, შრატის აქტიური ინგრედიენტები ღრმად აღწევენ ეპიდერმისის შრეებში, რისი დამსახურებითაც სახის კანი ხდება ელასტიკური და გლუვი. შრატი იდეალურია ნაოჭების პრევენციისთვის, მას სახის კანის ერთ ფერში მოყვანის სუპერძალაც შესწევს.

ზაფხულშიც კი სახის კანის დატენიანება თავის მოვლის რუტინის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, „კრისტიან ბრეტონის“ სახის კრემი ჰიალურონითა და არგანით მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა, თუმცა ამასთანავე ღრმად კვებავს და ატენიანებს სახის კანს, ეფექტურად აღადგენს კანის ეპიდერმისს და ებრძვის ნაოჭებს. სახის კრემის ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით კი კანი იბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებასა და სიგლუვეს.

კიდევ ერთი ზღაპრული პროდუქტი ფრანგული პრემიუმ ბრენდისგან სახის კონტურინგისა და ოვალის შრატი გახლავთ, რომელიც იდეალურია როგორც დილის, აგრეთვე ღამის რუტინაში ჩასასმელად. შრატი აუმჯობესებს ოვალს და გამოირჩევა ლიფტინგის ეფექტითა და ინტენსიური ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებით. შრატის გამოყენების შემდეგ სახის კანი ერთგვაროვან ტონს იძენს და ბუნებრივად ბზინავს.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ჯადოსნურ პროდუქტს, რომელსაც ნახვისთანავე შეიყვარებთ, თქვენ წინაშეა Liftox სახის შრატი როლერით. მოსახერხებელი შეფუთვის წყალობით შეგიძლიათ შრატი ყოველთვის თან ატაროთ და ლოკალურად - შუბლის, წარბებს შორის და ცხვირ-ტუჩის ნაოჭზე დაიტანოთ. სამასაჟე როლერი ხელს უწყობს უნიკალური ინგრედიენტების მაქსიმალურ შეღწევადობას კანში, ის აგრეთვე ხდის კანს ელასტიკურსა და ხავერდოვანს.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ თქვენ დაინახავთ რეალურ შედეგს, თუ როგორ მცირდება თქვენი სახის კანზე არასასურველი ნაოჭები.

საქართველოში „კრისტიან ბრეტონის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი სააფთიაქო ქსელი ჯიპისია.

ზევით