ზამთრის სეზონის სტილის ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ზამთრის სეზონის დადგომამ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის შეგვამზადა, ყველაზე ცივი სეზონი ოფიციალურად გვაძლევს იმის უფლებას, რომ კარგად შევიფუთოთ და მრავალფუნქციური ჩაცმის მასტერკლასის ხრიკებსაც გავეცნოთ. დიახ, ეს სტილი და რამდენიმე ფენის ერთად მორგება 2022 წლის ზამთრის სეზონზე ტენდენციათა სათავეშია მოქცეული და მოდის ბლოგერებმაც უკვე შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი სტილის საკუთარი ვარიაციები.

გააორმაგეთ მოსაცმელი

პიჯაკები ტრანსსეზონური პერიოდის რჩეული ერთეულია ჩვენს გარდერობში, თუმცა შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის თვეებში მხოლოდ ბლეიზერებით ვერ შემოვიფარგლებით. საბედნიეროდ, შემოდგომა/ზამთრის სეზონის ტრენდებმა საშუალება მოგვცეს დაგვენახა რეალური შესაძლებლობა პიჯაკების დღის წესრიგში დაბრუნების - ჩვენ მხოლოდ მოსაცმელთა რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ.

მოირგეთ თქვენი რჩეული მოსაცმელი და პიჯაკი ერთად და დარწმუნდით რამდენად იდეალურ სინთეზს გაძლევენ ისინი, ამის შემდეგ თქვენ მზად ხართ ახალი ტრენდის დასაუფლებლად.

სპორტული სამოსის ინტეგრირება

ბუნებრივია, ყველაზე კომფორტულ სპორტულ ერთეულებთან გამომშვიდობება ზამთრის სეზონზე მარტივი არ არის, თუმცა თუ კი ახალ ხრიკებს გადავავლებთ თვალს, მაშინ მათთან დამშვიდობება სულაც არ მოგვიწევს. განსაკუთრებულად ცივ დღეებში შეგვიძლია ჯინსის შარვალთან ჩვენი საყვარელი ოვერსაიზ ჰუდი ან ღუნღულა ზედა მოვირგოთ, ზემოდან კი თრენჩ მოსაცმლით დავაგვირგვინოთ ლუქი.

შარფი მნიშვნელოვანია

ზამთრის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული აქსესუარი შარფია, რომელიც მოდურ აქსესუარად და ჩვენი სტილის დამატებით შტრიხად ყოველთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ ნეიტრალური ფერის მოსაცმელს იყენებთ შეარჩიეთ ფერადი შარფი, დიდი და თბილი და თავდაჯერებული შეხვდით ზამთრის ცივ დღეებს.

ითამაშეთ ტექსტურებით

ნებისმიერი სეზონის მოდური რჩევები და ტრენდები თქვენამდე მოსასვლელად მაინც ინდივიდუალური ხედვის ჭრილში გადიან, ტექსტურით თამაშის ხრიკი ყველაზე კარგად დაგეხმარებათ საკუთარი ხედვის გამოვლენაში და იმის გარკვევაში თუ რამდენად კარგად ფლობთ ტექსტურისა და ფერების მიქსის ხელოვნებას.

ზევით