#სილამაზე

იარა შაჰიდი Dior-ის გლობალ ბრენდ ამბასადორია

გაზიარება:

21 წლის მსახიობი და აქტივისტი, იარა შაჰიდი, ფრანგული მოდის სახლ Dior-ის გლობალური ამბასადორი გახდა. იარა მარია გრაცია კიურისა და პიტერ ფილიპის შემოქმედებების, ქალის სამოსისა და მაკიაჟის წარმომადგენელი გახდება.

იარა შაჰიდისა და მოდის სახლის ურთიერთობა ახალი არ არის, მსახიობმა და აქტივისტმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და პირადი ისტორიის მოსაყოლად Dior-თან ურთიერთობა არა ერთხელ გამოიყენა და ერთ-ერთი ყველაზე ფემინისტური ბრენდის წყალობით, საკუთარ გზავნილებსა და სათქმელს არა ერთხელ გაუსვა ხაზი.

რაც დარწმუნებით ვიცით, ის არის, რომ ძალიან ბევრ ქალს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი და აზრები საჯაროდ გამოხატოს, საზოგადოებას სჭირდება დრო, რათა მათი ნათქვამი სათანადოდ აღიქვას.

შეგახსენებთ, რომ იარა შაჰიდი Dior-ის იმ ამბასადორთა რიგებს შეუერთდა, რომელთა შორისაც ნატალი პორტმანი, ჯენიფერ ლოურენსი და კარა დელევინი არიან.

ზევით