#საზოგადოება

ხაბი ლამე - ტიკტოკერი, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა

გაზიარება:

ჯერ კიდევ ჩვილი ხაბანე (ხაბი) ლამე ოჯახთან ერთად გადავიდა სენეგალიდან ჩივასოში, იტალიაში, ახალი ცხოვრების დასაწყებად გადავიდა. წლების შემდეგ ხაბიმ პროფესიული კარიერის შენება ადგილობრივ ქარხანაში დაიწყო, თუმცა მსოფლიო პანდემიის დაწყების შემდეგ მან სამუშაო ადგილი დაკარგა. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ სასოწარკვეთასთან, შიშთან და იმედგაცრუებასთან იყო დაკავშირებული ის პერიოდი, ლამემ, ისევე როგორც მილიონობით სხვა ადამიანმა იმ დროისთვის ნამდვილ სენსაციად ქცეული პლატფორმა TikTok გადმოწერა და სარკასტული ვიდეოების ჩაწერა დაიწყო. 

და სწორედ მაშინ, სრულიად მოულოდნელად, ხაბი ლამემ თავისი ცხოვრების ახალი გვერდების წერა დაიწყო, რომელიც სულ მალე თავბრუდამხვევ წარმატებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

@khaby.lame Yes literary Genius my friend 🤲🏿🤦🏿‍♂️ #learnfromkhaby #learnwithtiktok @tiktok ♬ suono originale - Khabane lame

სარკასტული იუმორით, სიტყვის უთქმელად, 22 წლის კონტენტ კრეატორმა შეძლო და TikTok-ზე 137 მილიონზე  მეტი გამომწერითა, ხოლო 70 მილიონზე მეტი მიმდევარით IG-ზე, ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ ინფლუენსერად იქცა. დღევანდელი მონაცემებით, TikTok-ზე რიგით მე-2 ყველაზე პოპულარული ადამიანის ვიდეოები ზედემტად რთული ცხოვრებისეული ჰაკების გაშარჟებას და მარტივი გზების პოვნას ემსახურებოდა. 

TikTok-ის ინფლუენსერების ძალისა და გავლენის გამოყენება მსოფლიოში ცნობილმა თუ ნაკლებად ცნობილმა ბრენდებმა და კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს, რა თქმა უნდა, ხაბი ლამე პერსპექტიული ახალგაზრდების სიის ნამდვილი ლიდერი, მხედველობიდან არავის გამორჩენია და ტიკტოკერმა პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადადგა.

@khaby.lame ⚫️➕⚪️= ❤️ #notoracism Thanks to my brother @Salvatore Esposito #learnfromkhaby #learnwithtiktok #linkinbio ♬ San Andreas Theme Song - Young Maylay

2022 წლის მონაცემებით ხაბი ლამეს ქონება, სპონსორების, მოწონებებისა და კონტენტ კრეატორის ფონდის ჩათვლით, 1,3 მილიონი დოლარიდან – 2,7 მილიონ დოლარამდე მერყეობს. 

სოციალურ მედიაში მიღწეული წარმატების კვალდაკვალ, ხაბი ლამემ - ფეხბურთის უდიდესმა გულშემატკივარმა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებთან კოლაბორაცია მოახერხა. ამას მოჰყვა შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან, ბოლოს კი ხანგრძლივი კონტრაქტი ისეთ ბრენდთან როგორიც Hugo Boss-ია. 

ზევით