#მოგზაურობა

WEEKEND ESCAPE: სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგი

გაზიარება:

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უქმეების დაგეგმვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი თავისთავად იწყება. როდესაც ერთი დიდი შვებულება წარსულში - ზამთარში მოვიტოვეთ, მეორე კი შორეულ ზაფხულში გვეგულება, ოპტიმალური ვარიანტი უქმეებზე ქალაქგარეთ გაქცევა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შეგროვება, კომფორტულ გარემოში დასვენება და ახალი ენერგიით ავსებაა.

წარმოიდგინეთ, იღვიძებთ სუფთა ჰაერზე, თვალის გახელისთანავე თქვენ წინაშე ყაზბეგის, დარიალისა თუ გუდაურის მიმართულებით თვალწარმტაცი ხედები იშლება, ესთეტიკური ინტერიერი და დელიკატურად შერჩეული დეკორი თავიანთ როლს ბრწყინვალედ თამაშობენ და დილას მოზღვავებული ბედნიერების ჰორმონით იწყებთ - რა შეიძლება ვინატროთ ამაზე მეტი?

ყაზბეგი რომ წელიწადის ნებისმიერ დროს საუკეთესო მიმართულებაა ხანგრძლივი თუ ხანმოკლე შვებულებისთვის ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. დღეს, ამ რეგიონის ნამდვილი მარგალიტის სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგის შესახებ უნდა გიამბოთ. სასტუმროს ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის და 1960 წელს იწყება, როდესაც გერმანელმა ინჯინერმა  სასტუმროსთვის, ყაზბეგის საუკეთესო ადგილმდებარეობა შეირჩა და ის რეგიონში ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად აქცია. 

ინტურისტი ყაზბეგი იმ დროს ცნობილი, ინტურისტების ქსელის ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ ითვლებოდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. სასტუმროს ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, რომელთა რიცხვში შედიოდა  საქართველოს პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია.

სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგმა ახლი სიცოცხლე პანდემიის დროს 2021 წელს, ერთი წლის წინ შეიძინა და შეძლო შესაბამისი ნიშის დაკავება სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე.

რატომ ინტურისტ ყაზბეგი?

სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი ხედებია რომლებიც, ყაზბეგის, დარიალსა და გუდაურის მიმართულებით არის გაშლილი.  განსაკუთრებულ და დაუვიწყარ განცდას კი გერგეთის სამების ხედი და პანორამები ქმნის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია სასტუმროს ინტერიერი და დიზაინი, სადაც აწმყო და წარსული იდეალურ სინთეზში ხვდება ერთმანეთს. ინტურისტ ყაზბეგის დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სასტუმროს ლაუნჯ სივრცით, რესტორნითა და ტერასით, რომელიც ზემოთ ხსენებული ხედების ტკბობის საშუალებას გვაძლევს.

სასტუმრო რეგიონისთვის ერთ-ერი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც გათვლილია, როგორც ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ასევე ჯგუფურ ტურებზე და დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა ადგილობრივ აქტივობებს როგორიც არის: საფეხმავლო  ღირსშესანიშნაობების ტური, ცხენებისა  და კვადროციკლების ტურები და აშ.

ახლო მომავალში  სასტუმრო  გაფართოებას გეგმავს, რათა სერვისის უფრო დიდი არჩევანი შესთავაზოს დამსვენებლებს.

სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგი, ის გარემოა სადაც ერთმანეთს წარსული და აწმყო ხვდება, ადგილი სადაც ადამიანებს ინდივიდუალურად უდგებიან, ესმით მათი და ზრუნავენ მათზე. ეს სინთეზია, რომელიც სრულად აჯადოებს სტუმრებს და აქ გატარებულ დროს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

ზევით