ვანილის ფუმფულა ნამცხვარი ტკბილი მარწყვით

ზაფხული მდიდარია ხილით, მარწყვით, ჟოლოთი, ატმით. თუ კი ტკბილის მოყვარული ხართ, ნებისმიერი სეზონური ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოსაცხობად. თუმცა დღეს არჩევანს მარწყვზე შევაჩერებთ და ამ ტკბილი კენკრის უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

• ფქვილი 120 გრ

• შაქარი 260 გ

• კვერცხი 4 ცალი

• კარაქი 270 გ

• ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ.კ.

• მარილი 1 მწიკვი

• კვერცხის გული 7 ცალი

• რძე 700 მლ

• სახამებელი 70 გ

• მარწყვი 600 გ

• პიტნის 1 კონა

მოსამზადებელი დრო

• 30 წუთი

• მომზადების სირთულე: საშუალო

• სამზარეულო: ფრანგული

მომზადების წესი: 

ნაბიჯი 1 - ბისკვიტი

თასში მოათავსეთ  4 კვერცხი, 120 გრამი შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილის ექსტრაქტი და მანამ  ათქვიფეთ, სანამ არ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ კოვზით. გაადნეთ 60 გრამი კარაქი, ნაზად დაამატეთ გამზადებულ მასას და 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 25-30 წთ განმავლობაში.  როგორც კი ბისკვიტი გაგრილდება, ორ ნაწილად გაჭერით.

ნაბიჯი 2 - კრემი

რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. 7 ცალი კვერცხის გული შეურიეთ 140 გრამ შაქარს, დაამატეთ სახამებელი და ამის შემდეგ კი, მსუბუქი მოძრაობით, დაამატეთ ადუღებული რძე.  მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და 2-3 წუთის განმავლობაში მსუბუქად მოურიეთ. მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 40 გრამი კარაქი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ გასაგრილებლად. გაცივებული კრემი ათქვიფეთ 170 გრამ კარაქთან ერთად, მანამ სანამ მასა გლუვი გახდება.

მარწყვის ტორტი

ამ საზაფხულო ნამცხვრის გამოცხობისას, ნებისმიერი სეზონური ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ

ნაბიჯი 3 - ნამცხვარი  

მარწყვს დააყარეთ შაქარი და ცოტა ხნით გააჩერეთ, რათა გამოყოს წვენი. ბისკვიტის ქვედა ფენა დანამეთ მარწყვის წვენით და წავუსვათ კრემი, ზემოდან დააყარეთ მარწყვი და  დააფარეთ ბისკვიტის ზედა ფენა. ბისკვიტის ზედაპირი ასევე დანამეთ მარწყვის წვენით, ხოლო შემდგომ სრულად დაფაარეთ კრემით და ლამაზად მორთეთ მარწყვებით.

ჩვენი ფუმფულა და გემრიელი მარწყვის ნამცხვარი მზად არის, გემრიელად მიირთვით!

ზევით