#კულინარია

TOP 10 ფიტნეს საკვები

გაზიარება:

ვარჯიშის დროს ჯანსაღი კვების რაციონის შედგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რადმენადაც სავარჯიშო დარბაზში გატარებული საათები. თუ თქვენ არ იცით რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე, უშუალოდ პროცესის დროს ან მის შემდეგ, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენს დროს, ენერგიასა და ფინასაებსაც კი უმიზნოდ ხარჯავთ. 

დღეს, წარმოგიდგენთ 10 ფიტნეს საკვებს, რომლებიც გაამდიდრებს როგორც თქვენი კვების რაციონს, აგრეთვე თქვენს ორგანიზმს:

1. რძე

კუნთებისთვის საჭირო პროტეინითა და ძვლებისთვის სასარგებლო კალციუმით, რძე შესანიშნავია მათთვის, ვისაც აქტივობის დონის ამაღლება სურს. ძილის წინ 1 ჭიქა თბილი რძე, თქვენი მშვიდი ძილის გარანტი იქნება, რაც შეეხება შოკოლადის რძეს, ის სპორტსმენებისთვის უძველესი დროიდან ითვლება იმ საიდუმლო ინგრედიენტად, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ ვარჯიშის შემდეგ, ნახშირწყლები ენერგიის მისაღებად და პროტეინი კუნთების აღდგენისთვის (სახლში დამზადებული ხილის სმუზი ან მილკშეიკი იგივე საქმეს აკეთებს).

2. ჩირი

ბუნებრივი შაქრის მაღალი შემცველობით, გამხმარი ხილი, იგივე ჩირი (როგორებიცაა გარგარი, ქიშმიში ან მანგო) სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა. ჩირი ჩვეულებრივ ხილთან შედარებით 3-5-ჯერ მეტი რაოდენობის ვიტამინებსა და საკვებ ბოჭკოებს შეიცავს, ფიტნესის მოყვარულთათვის და სპორტსმენებისთვის კი ჩირი უბრალოდ ნახშირწყლების საბადოა.

3. ბროკოლი (და სხვა მწვანე ბოსტნეული)

თავისუფალი რადიკალების დამშლელი ანტიოქსიდანტებით, საჭმლის მონელების ხელშემწყობი ბოჭკოებით, პლუს ვიტამინებისა და მინერალების მთელი არმიით, ბროკოლი კომბოსტოსთან, ისპანახთან და სხვა მწვანე ბოსტნეულთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამაა, რაც შეიძლება სუპერმარკეტებში შეიძინოთ. თითოეული მათგანი ფოლიუმის მდიდარ წყაროდ ითვლება, რაც ძალიან კარგია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის.

4. ბატატი - ტკბილი კარტოფილი

ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ, რადგან ორივე მათგანი თავისი უპირატესობებით გამოირჩევა და იმის ცოდნა თუ რა სარგებლის მომტანია ტკბილი კარტოფილი თქვენს ცხოვრებაში, ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბატატი, ჩვეულებრივ კარტოფილს ნახშირწყლების შემცველობით ბევრად აღემატება, ამასთანავე ის მდიდარია დაავადებებთან მებრძოლი ბეტა-კაროტინით, რკინით და C ვიტამინით. როდესაც საქმე ვარჯიშზე მიდგება, ბატატის მიღებით თქვენ გაიმდიდრებთ ორგანიზმში კალციუმის რაოდენობას და და ამით ვარჯიშის დროს კუნთების კრუნჩხვას აიცილებთ თავიდან.

5. პომიდვრები

გარდა იმისა, რომ პომიდორი C ვიტამინით მდიდარი ხილი/ბოსტნეულია, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს მხედველობას და მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, ის იდეალური მიგნებაა წონის კლებისას. პომიდორი წონის კლების ბუნებრივ ჰორმონთან - ლეპტინთან ასოცირდება, რომელიც იმთავითვე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს და მადის დარეგულირებას.

6. ბანანი

ბანანი უბრალოდ იდეალური საკვებია ფიტნესის მოყვარულთათვის: კომპაქტური, რბილად დასაღეჭი და რაც მთავარია საკვები ნივთიერებებით სავსე. ბანანი ენერგიის მომცემი ხილია, მისი კალორიები ძირითადად ნახშირწყლებიდან მოდის, რაც მას შესანიშნავ საკვებს ხდის როგორც ვარჯიშამდე, აგრეთვე უშუალოდ ვარჯიშის პროცესში და მის შემდეგაც კი. ბანანი აგრეთვე მდიდარია კალციუმით, რაც ვარჯიშის დროს კუნთების კრუნჩხვას აგარიდებთ თავიდან.

7. ბრაზილიური თხილი

ყველა თხილეული სავსეა ვიტამინებით, მინერალებით და ბოჭკოებით, თუმცა ბრაზილიური თხილი სელენის ერთ-ერთ ყველაზე კარგ წყაროდ არის მიჩნეული. მინერალი და მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და შეუძლია დაგვიცვას გულის დაავადებებისა და კიბოსგან, აგრეთვე ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

8. მოცვი

თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მებრძოლი ანტიოქსიდანტების წყალობით, მოცვმა სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა „სუპერ საკვების“ სტატუსი და ის ფიტნეს სამყაროსთვისაც სენსაციად იქცა. ჩირის მსგავსად, მოცვიც ნახშირწყლებით შეფუთულ შაქარს შეიცავს, რაც კუნთებისთვის ენერგიის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოფს. მოცვის გამოყენება სმუზებშიც შეგიძლიათ და გეტყვით იმასაც, რომ სუპერმარკერტებში გაყინულ მოცვს ბევრად დაბალ ფასად შეიძენთ ვიდრე ახალს.

9. ორაგული

ორაგული ომეგა 3-ის, ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, ამ საკვების ჯადოსნურ თვისებებზე ბევრს წაიკითხავთ და იმასაც გაიგებთ, რომ ის ჩვენი გულის ჯანმრთელობის გარანტი და მეხსიერების დაკარგვის პრევენციისთვის საუკეთესო მიგნებაა. ორაგული მნიშვნელოვანი საკვებია მაშინაც, როდესაც ფიტნესით ხართ დაკავებული, მიირთვით იგი ვარჯიშის შემდეგ და აღიდგინეთ სხეული ცილებით.

10. კაკაო

ყველაზე სასიამოვნო ბოლოსთვის შემოვიტოვეთ კაკაო მდიდარია მაგნიუმით, ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით, რეგულარული ვარჯიშის დროს კი ის იდეალური მიგნებაა რუტინული კვების რაციონისგან თავის დასაღწევად. თუ თქვენი ორგანიზმი ტკბილეულს ითხოვს, ნუ მიირთმევთ შავ შოკოლადს ან ნამცხვარს, არჩევანი კაკაოზე გააკეთეთ და ნუგბართან ერთად თქვენ კვებით სარგებელსაც ნახავთ.

ზევით