#სპორტი #WOMEN POWER #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

ცოტა რამ გენდერულად ყველაზე დაბალანსებული ოლიმპიადის შესახებ

გაზიარება:

ოლიმპიური თამაშების ისტორია საუკუნეს, ათწლეულებს ითვლის და მიუხედავად ამისა, ტოკიოს ზაფხული ოლიმპიადა 2020 გენდერულად ყველაზე თანასწორ ოლიმპიადად ითვლება, 49% პროცენტული მაჩვენებლით.

მოგეხსენებათ, პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს, საბერძნეთში, ათენში ჩატარდა, თამაშებში მონაწილეობას 12 ქვეყნის 280 ათლეტი იღებდა, თუმცა მათ შორის არც ერთი ქალი სპორტსმენი არ გახლდათ. ქალებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიეცათ, რიგით მეორე ოლიმპიურ შეჯიბრში პარიზში, სადაც თამაშებში მონაწილეობას სულ 22 ქალი იღებდა, როდესაც მამაკაცთა რაოდენობა 1000-მდე აღწევდა.

1952 წლამდე ქალი ათლეტების რაოდენობა ოლიმპიურ შეჯიბრში 10%-ს არ ასცილებია და მხოლოდ 2012 წელს და არც ერთი წლით ადრე, ქალებს საბოლოოდ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ სპორტის ყველა სახეობაში მიეღოთ მონაწილეობა.

და სწორედ ამ ციფრების, სტატისტიკისა და რეალობის ფონზე, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020, რომელიც მართალია გასულ წელს ვერ ჩატარდა, თუმცა სახელი მაინც შეინარჩუნა, გენდერულად ყველაზე თანასწორ ოლიმპიადად ითვლება. 49% ყველაზე საამაყო შედეგია, რაც 4%-ით მეტია 2016 წელს რიოში ჩატარებულ ოლიმპიადასთან შედარებით და დიდი ალბათობით მხოლოდ 1%-ით ნაკლები სრულ თანასწორობამდე.

ტოკიო 2020-ზე წელს საქართველოს დელეგაციიდან სულ 6 ქალია წარდგენილი (35 ათლეტთაგან), მათ შორის ქართული დელეგაციის მედროშე ნინო სალუქვაძე, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიკო შათირიშვილი, სალომე ფაჟავა და მარიამ იმნაძე.

ზევით