The White Lotus: იდეალური სამოგზაურო ლოკაცია სიცილიაში

Ciao, la dolce vita! 6 საუკუნეზე მეტია, სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაცია ტაორმინაში, საკუთარ იდენტობას ახალ მნიშვნელობას სძენს. ოდესღაც მდიდარი მონასტერი, მე-19 საუკუნეში ჯეტ-სეტის ეპოქის სასტუმროდ იქცა, რომლის საპატიო სტუმრებს შორის ადგილს ოდრი ჰეპბერნი, ელიზაბეტ ტეილორი,სოფი ლორენი და ოსკარ უაილდი იკავებდნენ. 

სან დომენიკოს სასახლე ოდითგანვე ფუფუნებისა და კულტურის კერად იყო მიჩნეული, 21-ე საუკუნემ კი მას სრულიად ახალი ხიბლი შესძინა. შარშან, ამ ადგილას, ეტნას ვულკანის ქვეშ, იონის ზღვის პანორამული ხედებით, Four Seasons Hotel გაიხსნა, რომლის ახლოდან ნახვის საშუალება HBO-ს პოპულარული სოციალური სატირის The White Lotus-ის მაყურებლებისთვის გახდა შესაძლებელი.

The White Lotus-ის პირველი სეზონის ზღაპრული ლოკაციის, ჰავაის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Resort Maui-აღმოჩენის შემდეგ, შოუს შემქმნელებმა კომედიური სიუჟეტი ხმელთაშუა ზღვის უდიდეს კუნძულზე გადაიტანეს და ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ რატომ გაკეთდა არჩევანი მდიდრულ 111 ნომრიან სასტუმროზე. სასტუმროს ოთახები შენობის ორ ფრთას აერთიანებს, ერთი მათგანი მე-14 საუკუნით თარიღდება (ოდესღაც მონასტრის მსახური ბერების საცხოვრებელი), მეორე ნაწილი კი 1896 წლიდან ჩნდება, როდესაც მონასტერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასტუმროდ გადაკეთდა და იტალიური არტ ნუვოს სტილით გაიჟღინთა.

ნეაპოლელი არქიტექტორის ვალენტინა პისანის მიერ შექმნილი ახალი ინტერიერები ისტორიას თანამედროვეობასთან აერთიანებს: მარმარილოს ზედაპირები, ორიგინალური სარკეები და ბრინჯაოს დეტალები ავსებს ნეიტრალურ პალიტრას, ამას თან ერთვის სასტუმროს უპირატესობა: მომაჯადოებელი ხედები ზღვაზე და ძველ ბერძნულ თეატრ Teatro Antico di Taormina-ზე.

Four Seasons Hotel-ში გასეირნება ხელოვნების გალერეის დათვალიერებას ჰგავს. აქ ინტერიერის თუ ექსტერიერის თითოეული ნამუშევარი ავთენტურია, რესტავრაციის დროს წარმატებით შენარჩუნდა დომინიკის ორდენის კოლექციიდან რამდენიმე ქანდაკება, ფერწერული ტილოები და ქვის ნამუშევრები, რომლებიც დღეს სასტუმროს კედლებში ეკლექტურ აურას ქმნიან.

ზევით