#დეკორი

ტეილორ ჰილის მყუდრო კოტეჯი ნეშვილში

გაზიარება:

სამი წლის წინ კოლორადოში დაბადებულმა მოდელმა, ტეილორ ჰილმა გადაწყვიტა პირველი აპარტამენტი შეეძინა მანჰეტენზე, თუმცა ტეილორის ცხოვრება ახალ სახლს არ შეუცვლია, მისი აღმოჩენა და კომფორტის რეალურ შეგრძნება ნეშვილში იწყება, როდესაც ჰილი მეგობარს ესტუმრა.

ეს რა ქალაქია? ნეშვილი ნახვისთანავე მომეწონა და იქ სახლის ძიება დავიწყე - ამბობს ტეილორი

ძიების პროცესში ტეილორმა არა ერთი საცხოვრებელი ნახა და მხოლოდ ერთადერთ სახლში შებიჯებამ გადააწყვეტინა, რომ ძიება დასრულებულია, მოდელმა ხომ ოცნების სახლს მიაგნო. 1936 წელს აშენებული საცხოვრებლის აღდგენაზე Wold | HFR Design-მა იზრუნა, თუმცა ტეილორმა გადაწყვიტა ახალ სახლში მისთვის სასურველი დეტალები შეეტანა და მაქსიმალურად მოერგო საკუთარ თავზე.

კლასიკური კოტეჯის ტიპის სახლს წითელი შესასვლელი ამშვენებს, 4 საძინებლიანი სახლის კედლები თბილი, პასტელური ფერებითაა შემკული, რაც უდავოდ გახდა იმის საბაბი, რომ ტეილორმა სწორედ ამ სახლზე გააკეთა არჩევანი. სტუმრები პირველ ყოვლისა მისაღებ ოთახს ხედავენ, რომელიც მყუდრო შტრიხებით: მუხის იატაკითა და ბუხრით, იდილიას ქნის. 

ტეილორის სახლში მნიშვნელოვან როლს ხის ფაქტურა თამაშობს, მას ვხვდებით ყველგან როგორც მისაღებ ოთახში, აგრეთვე საძინებლებსა და აბაზანებში, თუმცა ხის ფაქტურასთან ერთად ტანდემში მკვეთრი ფერები განსაკუთრებით აურას ქმნიან.

ზევით