#მოდა

თათია ახალაია Club Monaco | Summer 2022 Campaign-ის სახე გახდა

გაზიარება:

წარმატებული ქართველი მოდელი თათია ახალაია მოდის საერთაშორისო ასპარეზე ახალ მწვერვალებს იპყრობს. IC Model Management-ის ტოპ მოდელი ცნობილი ბრენდის Club Monaco-ს 2022 წლის ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.

Club Monaco არის წარმატებული  საერთაშორისო მეგა-ბრენდი, რომელიც ქმნის ქალისა და მამაკაცის „ხელმისაწვდომ ფუფუნების“ კატეგორიის სამოსს.

თათია გახლავთ  საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia  2015-ის გამარჯვებული და მისი საერთაშორისო კარიერის მანძილზე ის არაერთხელ ვიხილეთ პარიზის, მილანის და ნიუ იორკის მოდის კვირეულებზე ცნობილი ბრენდების ჩვენებებში.

ამჟამად თათია  ახალაია  იმყოფება ამერიკაში და წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდების კამპანიებსა და გადაღებებში.

ზევით