#კულინარია

სუპერ სასარგებლო კურკუმას საუზმე

გაზიარება:

კურკუმა – ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. სწორედ ამიტომ, მისგან დამზადებულ საუზმეს გთავაზობთ.

რეცეპტი (2 ულუფა)

მოსამზადებელი დრო – 10 წუთი

ინგრედიენტები

• 400 მლ ქოქოსის რძე (მაცივარში ჩაციებული)

• ½ ბანანი (წვრილად დაჭრილი)

• ½ მწვანე ვაშლი (გახეხილი)

• ½ ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი ჯანჯაფილი

• 1 ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი კურკუმა

• 100 გრ მარწყვი (დაჭრილი)

• 100 გრ მოცვი

• თაფლი

მომზადები წესი

ბლენდერში ჩაასხით ქოქოსის რძე და დაუმატეთ ბანანი, ვაშლი, ჯანჯაფილი და კურკუმა. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ. საუზმე ორ ჯამში გადაანაწილეთ, მოაყარეთ მარწყვი, მოცვი და მოასხით თაფლი. მიირთვით გემრიელად და დღე ენერგიულად დაიწყეთ.

ზევით