#ცნობილები #დეკორი

სტუმრად ლოს-ანჯელესში - კარა დელევინის ზღაპრულ სახლში

გაზიარება:

სუპერმოდელმა და მსახიობმა, კარა დელევინმა, დედისგან მემკვიდრეობით, არა მხოლოდ მომხიბვლელი ვიზუალი და გასაოცარი გენები, არამედ ცხოვრებისეული ხედვებიც მიიღო. "ის ხშირად გვეუბნებოდა, თუ კი ამბობ, რომ  მოწყენილი ხარ, მაშინ თავად ხარ მოსაწყენი" - როგორც ჩანს, ეს შეგონება კარასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა, რადგან დელევინის ასოცირება მოსაწყენთან უბრალოდ შეუძლებელია.

კარას გიჟური სულისკვეთება და მომნუსხველი ენერგია, არა მხოლოდ მის საქმეს, არამედ საცხოვრებელ სახლსაც კი ეტყობა, სხვაგვარად ხომ შეუძლებელიც კია, სახლი ყველაზე კარგად აირეკლავს იმას, რასაც რეალურად წარმოვადგენთ.

ჩემი სამსახური არა ერთი როლის მორგებას გულისხმობს, მინდოდა მრავალფეროვნება ჩემს სახლშიც გადმომეტანა და განსხვავებული ადგილები და განწყობები შემექმნა.

ბრიტანული სტილის საცხოვრებელი სახლი 1941 წელს ვონ დერ აჰეს ოჯახის მიერ აშენდა, თქმულების მიხედვით ამ სახლს1987 წელს პაპი ჯონ პაულ II სტუმრობდა. მას შემდეგ საცხოვრებელმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ხოლო როდესაც ის კარა დელევინის ხელში აღმოჩნდა, საცხოვრებელი თითქოს ხელახლა დაიბადა.

სახლის არც ერთი ოთახი ერთმანეთს არ ჰგავს, აქ შეხვდებით ყველაფერს: გველისა და ლეოპარდის პრინტებს, ხის ჭერსა და უზარმაზარ ჭაღებს, ბოჰემურსა და ექსტრავაგანტულ დიზაინებს, გასართობ ოთახებს და მხიარულ, ფერადსა და განსხვავებულ პრინტებსა და ნაჭრებს.

ზევით