#დეკორი

სტეფანო პილატის კაფსულა კოლექცია ავეჯის სახლ Pinto-სთვის

გაზიარება:

ფრანგულ დიზაინერულ ფირმას Pinto-ს დიდი ადგილი უკავია მოდის ისტორიაში: მისი გარდაცვლილი დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი ალბერტო პინტო, იუბერ დე ჟივანშისა და ივ სენ ლორანის ახლო მეგობარი იყო. პინტოს უახლესი პროექტისთვის, ახალმა თავმჯდომარემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფაჰად ჰარირიმ, Random Identities-ის დამფუძნებელი და Saint Laurent-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი სტეფანო პილატი მიიწვია კაფსულების კოლექციის შესაქმნელად.

შესაძლოა ავეჯის დიზაინის მიმართ ინტერესი დაბადებიდან არ ამოძრავებდა, თუმცა უნიკალური ნივთების შეგროვების კულტურამ და გამომუშავებულმა გემოვნებამ თავისი საქმე შეასრულა და სტეფანო პილატის ხელით და მე-18 საუკუნის სიცილიური ვილის შთაგონებით რაღაც ორიგინალური შეიქმნა.

ყველაფერი მსოფლიო პანდემიის პერიოდს უკავშირდება, სტეფანო და მისმა პარტნიორმა გადაწყვიტეს დრო სიცილიაში გაეტარებინათ და ამისთვის საკმაოდ უჩვეულო ადგილსაც მიაგნეს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საუკუნოვანი ისტორიის ვილა ამ დრომდე არასდროს გაქირავებულა, პილატისმა მისი რედიზაინი დაისახა მიზნად. 

„არ ვიცოდი იქ რამდენ ხანს დავრჩებოდით, ამიტომ სახლის ავეჯეულობის ყიდვაზე ვყოყმანობდი, მაშინ გადავწყვიტე გამომეყენებინა ის, რაც ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის. ძებნისას ხალიჩები, ბალიშები და სხვადასხვა ნაჭრები, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სამომავლოდ ეს ნივთები კიდევ ერთხელ გამეუმჯობესებინა“ - განაცხადა სტეფანო პილატიმ.

ავეჯის განახლების გამოცდილების მიღების შემდეგ, სტეფამონ იდეა Pinto-ს ახალ თავმჯდომარესაც გაუზიარა, სიცილიური თავგადასავლიდან ავეჯის სახლის გუნდმა პილატის ხელით მორთული დივანი და სავარძელი შეარჩია, ამის შემდეგ დაიწყო მუშაობის ხანგრძლივი და საკმაოდ საინტერესო პროცესი, რომელიც ქსოვილის შერჩევას ემსახურებოდა. სტეფანომ მომავლისთვის გადადებულ გაუმჯობესების იდეებს ფრთები სწორედ ახლა შეასხა. დივნის მოსართავად Pierre Frey-ს ქსოვილი გამოიყენეს, სავარძლისთვის კი მეტად მბზინავი ქსოვილი შეირჩა ჭილოფის ტექსტურით.

პირველი და საკმაოდ წარმატებული გამოცდილების შემდეგ, სტეგანო პილატე ავეჯის დიზაინზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ამჯერად მოდის დიზაინერი ავეჯს საკუთარი მოდის სახლისთვის შექმნის

ზევით