სპორტული სათვალეების მნიშვნელოვანი მოდური მომენტი

მხოლოდ დროის ამბავი იყო მოდის სამყაროში სპორტული სათვალეების დაბრუნება და ეს მომენტიც დადგა. 80-იანი და 90-იანი წლების სტილის შთაგონებით, რეტრო-ფუტურისტული ესთეტიკით და განსხვავებული სილუეტებით, სპორტულმა სათვალეებმა უკვე იპოვეს თავიანთი ადამიანები, ისინი, ვინც ყოველთვის ეძებს ტრენდულ ნივთს, რომელიც იმავდროულად საოცრად პრაქტიკულია.

სპორტული სათვალეების მოდურმა მომენტმა სათავე 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებებზე აიღო. Dior-ის ჩვენებაზე ჩვენ ვიხილეთ მოდელები მუქი მზის სათვალეებით, Givenchy-მ კი ყურადღება ფუტურისტულ Giv Cut სტილზე გაამახვილა. მიკრო-ტრენდი გამოჩნდა Burberry-სა და Prada-ს ჩვენებებზეც, ამ უკანასკნელმა მომავალი ტრენდის უფრო დახვეწილი სტილი შემოგვთავაზა.

რასაკვირველია, სპორტულ სათვალეებს დიდი ადგილი ეკავათ Balenciaga-ს ჩვენებებშიც და ვინ თუ არა კიმ კარდაშიანმა, პოდიუმს მიღმა, ის გამოსვლისთანავე მოირგო. დემნამ ახალი ტრენდის რამდენიმე ვარიაცია ერთდროულად წარმოგვიდგინა, Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მოიძებნება, როგორც აბსოლუტურად სპორტული, აგრეთვე პეპლის ფორმის და უფრო ტრადიციული სტილი ფერადი მინებით.

კიმის კვალს მიჰყვნენ ბელა ჰადიდი, ქეითი ჰოლმსი და ჯესიკა ალბა და სულ მალე სპორტული სათვალეების ტრენდი რეალობად იქცა. თუკი 2022 წლის შემოდგომის აქსესუარების ყველაზე მოთხოვნადი ტრენდის მოსარგებად მზად ხართ მაშინ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, აუცილებლად შეარჩიეთ თქვენი სათვალეები იმის მიხედვით თუ როგორ მოირგებთ მას. ასე მაგალითად, თუ თქვენი მიზანი მცირე პერფომანსია, მაშინ აირჩიეთ ფუტურისტული თხელი სპორტული სათვალეები, თუმცა თუ მიზნად ამ შემოდგომაზე IT გოგოდ გადაქცევა განიზრახეთ, მაშინ უმჯობესი იქნება დიდი რეტრო სტილის სათვალეები შეიძინოთ.

CAIDYN - LILAC

ყიდვა

PRADA

ყიდვა

BALENCIAGA - Blue Exaggerated Sport Goggle Sunglasses

ყიდვა

ზევით