სიყვარულის ნამცხვარი

შეგახსენებთ, რომ მირანდა ნადიბაიძე, ჩვენი საკონდიტრო სვეტის ავტორია. სიყვარულის დღეს, ახალგაზრდა კონდიტერი ჩვენს მკითხველს უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტებს უზიარებს.

 

ინგრედიენტები მინანქარი:

• 15 გ ჟელატინი

• 130 გ შაქარი

• 55 გ წყალი

• 130 გ გლუკოზა

• 70 გ რძე

• 15 გ რძის ფხვნილი

• 165 გ თეთრი შოკოლადი

• წითელი ფერის გელის საღებავი

• ტიტანის დიოქსიდის ფხვნილი

• მინანქარი უნდა მომზადდეს მინიმუმ 12 საათით ადრე. 

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

• 80 გ ფქვილი

• 2 გ გამაფხვიერებელი

• 1 მწიკვი მარილი

• 50 გ კარაქი

• 100 გ შაქარი

• 2 ც  კვერცხი

• 60 გ რძე

• 2 გ ვანილინი

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. 

 

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსამდე. გააერთიანეთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი. თასში კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. შემდეგ სათითაოდ დავამატოთ კვერცხი და გავაგრძელოთ თქვეფა. დავამატოთ ვანილი და ათქვიფეთ. ხელის სათქვეფით ნელ-ნელა შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და რძე შენაცვლებით: ფქვილი, მერე რძე, მერე ისევ ფქვილი და დარჩენილი რძე.  ჩაასხით ყალიბში და გამოაცხეთ 180 გრადუს ცელსიუსზე 30 - 35 წთ. 

ინგრედიენტები ჟოლოს კონფისთვის:

• 200 გ ჟოლო

• 50 გ შაქარი

• 5 გ ჟელატინი

ჟოლო და შაქარი წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევიყვანოთ ჟელატინის ფირფიტები. გადავიტანოთ ყალიბში და გავაციოთ. 

ვანილის მუსი:

• 200 გ თეთრი შოკოლადი

• 170 გ რძე

• 18 გ ჟელატინი

• 500 გ ნაღები (30%-იანი)

• 10 გ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

ავადუღოთ რძე და დავასხათ თეთრ შოკოლადს, გავაერთიანოთ და შევიყვანოთ ჟელატინი და ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს გადავურიოთ ხელით ამოყვანილი ნაღები. დავამონტაჟოთ ტორტი სასურველ ფორმაში, გავყინოთ და გადავასხათ მინანქარი. მინანქრის სამუშაო ტემპერატურა 34-36 გრადუსი ცელსიუსი. 

ზევით