#მოდა

სელენა გომესმა MACH&MACH-ის შავი კაბით SNL-ს უმასპინძლა

გაზიარება:

29 წლის ამერიკელმა მომღერალმა, სელენა გომესმა, 14 მაისს  Saturday Night Live-ს პირველად უმასპინძლა და ამ მნიშვნელოვანი გამოჩენისთვის, არჩევანი, არც მეტი არც ნაკლები ქართული ბრენდის სამოსზე შეაჩერა. სელენამ SNL შოუ იუმორისტული მონოლოგითა და ბრენდ MACH&MACH-ის მოკლე შავი კაბით გახსნა.

დები მაჭავარიანების შავი კაბა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სელენა გომესმა იდეალურად მოირგო, MACH&MACH-ის შემოდგმა-ზამთარი 2021 წლის კოლექციის ნაწილი გახლავთ. მოკლე შავი კაბა, ოვალური ჭრილებითა და ულამაზესი მბზინავი ბაფთებით არის გაფორმებული. კაბის ღირებულება 1475 დოლარია და მისი შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ თეთრ ფერშია შესაძლებელი.

გვანცა და ნინო მაჭარაშვილების მიერ 2012 წელს თბილისში დაფუძნებული ბრენდი MACH&MACH ისეთ ცნობილ ადამიანებთან ასოცირდებოდა, როგორებიც ჯიჯი ჰადიდი, კაილი ჯენერი, ქეითი პერი, ბიონსე თუ კიმ კარდაშიანი არიან. ქართულ ბრენდს პოპულარობა სავიზიტო ბარათად ქცეულმა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა მოუტანა, MACH&MACH-ი Moda Operandi-ს ყველაზე გაყიდვად ბრენდებს შორისაც კი დასახელდა. ჰიტად ქცეული ფეხსაცმელების შემდეგ, დებმა მაჭავარიანებმა მომხმარებელს ტანსაცმლის ხაზიც შესთავაზეს, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება.

ზევით