#სილამაზე

რა პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს სახის კანის გამომშრალი მიდამოები

გაზიარება:

გამომშრალი სახის კანის მიდამოები ტუჩების ირგვლივ თუ ცხვირის არეში, ყოველთვის კონკრეტული პრობლემების არსებობაზე მიგვანიშნებენ და მათი გამომწვევი მიზეზები, მხოლოდ დეჰიდრატაციაში როდი უნდა ვეძებოთ. ჩვენი სახის კანი შესაძლოა ეკოლოგიური პრობლემების, კერძოდ კი დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით იტანჯებოდეს, ან სულაც ჰორმონალური დარღვევისა თუ ემოციური დისბალანსის შესახებ მიგვანიშნებდეს.

რაც არ უნდა იყოს საბაბი, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დიაგნოზს სწორი და დროული დასმა და მკურნალობა ესაჭიროება.

სიმშრალე ცხვირის გარშემო

როგორც დერმატოლოგები იუწყებიან, ცხვირის გარშემო სიმშრალეს ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: პირველი, ეს შეიძლება იყოს კუჭის პრობლემები, როგორიცაა გულძმარვა ან საჭმლის მონელების გართულება. მეორე შემთხვევაში კი გამომშრალ არეს სახეზე, ემოციური პრობლემებით ხსნიან, რაც შესაძლოა შფოთვით და წუხილით გამოიხატოს.

სიმშრალე ტუჩების გარშემო

გამომშრალი კანი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის წვრილი ნაწლავის პრობლემებზე მიგვანიშნებს, რაც შესაძლოა ბაქტერიული ფონით აიხსნას. თუმცა, ემოციური არამდგრადობა, განსაკუთრებით კი მწუხარება, სტრესი და სევდა, სახის ამ ნაწილშიც შესაძლოა გახდეს სიმშრალის გამომწვევი მიზეზი.

ნიკაპი და ჰორმონალური ცვლილებები

ნიკაპსა და ტუჩების გარშემო გამონაყარს დერმატოლოგები ჰორმონალური ცვლილებებით ხსნიან და იმავე მიზეზს უკავშირებენ ამ არეალში სიმშრალეს. ამიტომ ნუ შეშინდებით, სახის ამ ნაწილის სიმშრალე მენსტრუაციის ან მენოპაუზის დაწყებას მოგვასწავებენ.

სიმშრალე შუბლის მიდამოებში

დერმატოლოგები განმარტავენ, რომ შუბლის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის პრობლემებით ან ისეთი ემოციური ფონით, როგორსაც შიში და სტრესი წარმოქმნის.

სახის კანის ჭარბი ცხიმიანობა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანის სიმშრალის გარდა არსებობს აგრეთვე ერთი გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ჭარბ ცხიმიანობას ვუწოდებთ და რომლის გამოჩენაც ყურადსაღებია. ხშირად მოჭარბებული ცხიმიანობა ჰორმონალური დარღვევის, სტრესის ან დიეტური დისბალანსის ნიშნებს გვკარნახობენ.

ზევით