#მოდა

საქართველოში პირველად - მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა გაიხსნება

გაზიარება:

ქართული მოდის პოპულარიზაციისა და ქართველი დიზაინერების მსოფლიო მოდის ასპარეზზე გაყვანის საქმე ყოველდღიურად უფრო დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. პროგრესმა, განვითარებისა და საზღვრების გაფართოების, ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით სვლის აუცილებლობა გამოიწვია და ვერაფერი წარმოგვიდგენია იმაზე ძლიერ ბერკეტად ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მოდის სკოლა საქართველოში.

ნიჭიერი, კრეატიული და შემოქმედებითი უნარის მქონე დიზაინერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოდის სკოლის გახსნის საჭიროებას, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მისი ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია ხშირად აღნიშნავდა ინტერვიუებში, გუშინ კი სოფომ საკუთარ Facebook გვერდზე ქართული მოდის სკოლის პირველი ვიზუალური რენდერი გაგვიზიარა.

პირველი ქართული მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის რენდერები დავით ქოიავას ეკუთვნის, შავ გარე ფასადსა და სარკისებრ დეტალებს, იდეალურად ერწყმის ბუნებრივი გამწვანება, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. რაც შეეხება შიდა სივრცეს - ის თანამედროვე და კლასიკური სტილის ნაზავს წარმოადგენს.

მულტიფუნქციური სასწავლებელი სივრცე მაქსიმალურად იქნება მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე, მოსალოდნელია, რომ მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში სწავლის შესაძლებლობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს შეეძლებათ, რაც პირველ ყოვლისა, კულტურული, ეთნიკური თუ რელიგიური ცოდნის გაცვლისა და პიროვნული ზრდის საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს.

ზევით