#მოგზაურობა

საახალწლოდ მორთული ჯადოსნური ვიტრინები მსოფლიოს გარშემო

გაზიარება:

სახალწლო სეზონი სამოგზაუროდ არა ერთი საბაბის გამოა იდეალური პერიოდი, დიდი ქალაქების ჰაერშიც კი სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს, საახალწლო სოფლები და მარკეტები ცალკე სიამოვნებაა, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები კი ყველაზე ორიგინალური, თემატური და მაგიური გზებით - ინსტალაციებითა და ექსპოზიციებით შეგვახსენებენ, რომ წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი მოახლოვდა. საახალწლოდ მორთული ვიტრინების ექსტერიერი ამ დროს იმდენად დახვეწილი და ოსტატურად შესრულებულია, რომ ხშირად ისინი ხელოვნების ნიმუშსაც კი უტოლდება. 

Macy’s, ნიუ იორკი

Macy’s-ს სადღესასწაულო ვიტრინების ტრადიცია სათავეს 1874 წლიდან იღებს, მაშინ ფასადების და ვიტრინების გაფორმება საზოგადოებისთვის თუ ბრენდებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ხილი იყო, Macy-მ კი ჯადოსნური დეკორაციებით შემოაბიჯა და 2 საუკუნოვან ტრადიციას დაუდო სათავე. წელს Macy’s სადღესასწაულო ვიტრინებში ცისფერი ირმები და მათი მეგობარი ცხოველები ბრუნდებიან, 2022 წელს ბრენდის გზავნილია „გაჩუქე სიყვარული“, ეს ნარატივი მაღაზიის ვიტრინების ჩავლისას ემოციურად გვახსენებს თავს.

Bloomingdales, ნიუ იორკი

Bloomingdales-სთვის წელს დიდი წელია, ცნობილი ბრენდი 150 წლის იუბილეს აღნიშნავს და ეს განწყობა მათ მორთულობაზეც ნათლად აისახება. Lexington Avenue-ს 59-ში, Bloomingdales-ის ვიტრინები საჩუქრების გაცემის და მოგონებების შექმნის თემატიკით არის შთაგონებული.

Bergdorf Goodman, ნიუ-იორკი

7 სადღესასწაულო ფანჯის თემატიკად წელს Magic in the Making მოგვევლინა. New York Times-ის ცნობით ფასადის მორთულობის სამზადისი ძალიან ადრე, თებერვლის თვეში იწყება, ესკიზების შექმნის შემდეგ, 100-მდე ადამიანი მომდევნო 9 თვის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობს, რათა საშობაო/საახალწლო სეზონზე, Bergdorf Goodman-ის ვიტრინების წინ სადღესასწაულო ჯადოქრობა მოეწყოს.

Saks Fifth Avenue, ნიუ იორკი

2022 წელს, Saks Fifth Avenue-მ სადღესასწაულო ვიტრინები სერ ელტონ ჯონის ფონდთან (Elton John AIDS Foundation) ერთად საზეიმოდ წარადგინა. სადღესასწაულო ექსტერიერის გახსნის ცერემონიაზე თავად ელტონმა დაუკრა და პატივით წარადგინა ვიტრინები, რომლებიც როგორც საშობაო საჩუქრებს, აგრეთვე საქველმოქმედო პარტნიორობით შექმნილ ინსტალაციებს ასახავენ.

Printemps Haussmann, პარიზი

წელს, Printemps Haussmann საშობაო ვიტრინები აღნიშნავენ ცირკის სამყაროს სასცენო ნაკრებით, სადაც თოჯინები და ცხოველების ერწყმიან მხატვრებს, კლოუნებს, ჟირაფს და, რა თქმა უნდა, თავად შობის ფერებს ყვითელ, მწვანე და წითელ სამყაროში. მომხიბლავი ჩვენება სავსეა კაშკაშა ვარსკვლავებით, ბუშტებით, საჩუქრებით, ყვავილებითა და პეპლებით.

Bon Marché Rive Gauche, პარიზი

ერთ-ერთი გამორჩეული საშობაო ვიტრინას პარიზში Bon Marché Rive Gauche-ში აღმოაჩენთ, ელფების სახელოსნოდ ქცეული ვიტრინა, ბავშვებს და უფროსებს ნაძვის ხის სათამაშოების სამზადისის პროცესს გააცნობს და დარწმუნებული ვართ თითოეულ მნახველს ბედნიერ ღიმის მოგვრის.

Dior x Harrods, ლონდონი

ლონდონში რომ ერთ-ერთმა გიგანტმა სავაჭრო ცენტრმა Harrods-მა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ამ წელს, ამის შესახებ უკვე გიამბეთ, მაგრამ ვფიქრობთ, Dior x Harrods-ის კოლაბორაცია ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, ჯადოსნურ ოქროსფერში მორთული ვიტრინები მოდის სახლის ისტორიას ყვებიან.

Selfridges, ლონდონი

 

ლონდონში საახალწლო ვიტრინები წარმოადგინა Selfridges-მაც, რომლისთვისაც შთაგონებად სადღესასწაულო კერძები იქცა. ოქსფორდის ქუჩაზე, Selfridges-ის ვიტრინა ის must have სანახაობაა, რომელიც ლონდონში ყოფნისას უნდა მოინახულოთ.

ზევით