#მოდა #ცნობილები

როზი ჰანთინგთონ-უაითლის 3 ხრიკი დიდი ზომის პიჯაკის მოსარგებად

გაზიარება:

დიდი ზომის, ე.წ მამაკაცის გარდერობიდან ნასესხები პიჯაკები, ერთ-ერთი ყველაზე მოდური, საჭირო და მნიშვნელოვანი ერთეულია ჩვენს გარდერობში, განსაკუთრებით კი გაზაფხულის სეზონზე, მისი იდეალურად მორგება კი ბრიტანელ სუპერმოდელ, როზი ჰანთინთონ-უაითლიზე უკეთ არავის შეუძლია.

როზი ჰანთინგთონ-უაითლი

მოდელმა, მსახიობმა, ანტრეპრენერმა და თანამედროვეობის ყველაზე გემოვნებიანმა ქალმა ზუსტად იცის როგორ შეუხამოს ერთმანეთს ფერები, განსხვავებული სტილისა და გემოვნების ერთეულები და როგრო გამოიყურებოდეს ყოველთვის თვალისმომჭრელად. როზი, დიდი ზომის პიჯაკების მოყვარულია, ამას თავად მოდელის მიერ გადაღებული თვითფოტოებიც მოწმობენ, რომელსაც უაითლი სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად გვიზიარებს.

როზის ავთენტური, მკაცრად ინდივიდუალური სტილის მიღმა რამდენიმე საინტერესო ხრიკი იმალება, რომელთა შესახებაც ახლა გაგიმხლეთ.

1. ლუქი ერთ ტონალობაში

იმისათვის, რომ ჩაცმულობა ერთ მთლიანობად ვაქციოთ, ტონალობებით თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, შეუხამეთ პიჯაკი ამავე ფერის შარვალს, ეცადეთ თქვენი კომფორტის ზონასაც გასცდეთ და ფერადი, ნათელი ფერები მოირგოთ.

2. მრავალფეროვნება - პასუხია

მაშინ, როდესაც ყველა სიფრთხილიც ცდილობს ლუქის აწყობას და თითოეული დეტალის სწორად შეხამებას, როზი მრავალფეროვნებით ტკბება და ყველაზე უჩვეულო ერთეულებს ერთმანეთს სრულყოფილად უხამებს.

 3. კლასიკური შტრიხები

დიდი ზომის პიჯაკების მკაცრი კლასიკურობის მიუხედავად, ისინი ყოველდღიურ, თავისუფალ სტილთან ასოცირდებიან ჩვენთვის, თუმცა როზისთვის ის ოფიციალური საღამოების, ხშირად კი წითელი ხალიჩების მთავარი ატრიბუტია. 

ზევით