#მოგზაურობა

რომანტიკული მოგზაურობა - 10 რჩეული სასტუმრო მსოფლიოს გარშემო

გაზიარება:

რეალობიდან გაქცევა და რომანტიკული თავგადასავლის მოწყობა ყოველთვის საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 14 თებერვალი ახლოვდება და სიყვარულით ტკბობა ახლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

The Diary წარმოგიდგენთ 10 რჩეულ სასტუმროს მსოფლიოს გარშემო, რომელიც თქვენს სამოგზაურო სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

1. Grand Hotel Tremezzo, კომოს ტბა, იტალია

1910 წელს აშენებული არტ ნუვოს სასტუმრო Grand Hotel Tremezzo, შეუდარებელი ხედებით კომოს ტბაზე, დიდი, მზიანი ვერანდებითა და რომანტიკული თავგადასავლისთვის ზედგამოჭრილი ატმოსფეროთი ყოველთვის მზად არის გიმასპინძლოთ.

2. Soneva Fushi, მალდივის კუნძულები

კერძო აუზით, თანამედროვე ავეჯითა და მოწნული სახურავებით, Soneva Fushi-ს კერძო ვილები ნახვისთანავე შეგიყვარდებათ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის პატარა სამოთხე სამოთხეში, ადგილი, რომელიც ორი ყველაზე სასიამოვნო არჩევანის წინაშე დაგაყენებთ - სახლში დარჩენით ისიამოვნოთ თუ მალდივის კუნძულების სილამაზით დატკბეთ.

3. Les Sources de Caudalie, საფრანგეთი

დასავლეთ საფრანგეთი, სულ რაღაც 20 წუთი ბორდოს ცენტრიდან და თქვენ აღმოჩნდებით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, მყუდრო და სტუმართმოყვარე სასტუმრო Les Sources de Caudalie-ში, რომელიც 600 წლიანი ღვინის ქარხნის ისტორიით და საუცხოო ნომრებით დაიპყრობს თქვენს გულს.

4. Kasbah Tamadot, მაროკო

ატლასის მთებით გარშემორტყმული სასტუმრო Kasbah Tamadot, დამსვენებლებს 28 უნიკალურ ნომერს, თვალწარმტაც ხედებს და საუცხოო დასვენებას სთავაზობს. სასტუმროს სამზარეულო ყოველთვის მზადაა მაროკოულ და აფრიკულ გემოებს გაზიაროთ და თუ სურვილი გექნებათ დედამიწის სხვადასხვა კუთხეშიც გამოგზაუროთ.

5. Heckfield Place, ჰემფშირი, ინგლისი

უფრო მყუდრო, პრივატული დასვენებისთვის არსებობს ინგლისის გარეუბანში მდებარე სასტუმრო Heckfield Place, რომელიც წყვილებს მთელი მსოფლიოს გარშემო თავისი მისტიკურობით ხიბლავს. ამ სასტუმროში შესაძლებელია თავი საუკუნეების წინანდელ ინგლისში იგრძნოთ, იმ პერიოდში, როდესაც ფეხით სეირნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო.

6.Casa Angelina, კაპრი, იტალია

ამალფის სანაპიროს ყველაზე მაღალ კლდეზე გაშენებული Casa Angelina ნამდვილი საოცრებაა. სასტუმროს ყოველი ნომრიდან შესაძლებელია ხმელთაშუა ზღვის ხედით ტკბობა და ერთმანეთისთვის იმის შეხსენება რომ ცხოვრება მშვენიერია.

7. San Camp, ბოცვანა

არც თავგადასავლების მოყვარული წყვილები დაგვიწყებია, თქვენი რომანტიკული შვებულებისთვის ბოცვანას ბიუჯეტური San Camp შევარჩიეთ, რომელსაც თავისი ზღაპრული ლოკაციით და ბუნებით აუცილებლად შეიყვარებთ.

8. Dunton Hot Springs, დანტონი, კოლორადო

Dunton Hot Springs-ს ავთენტურობა, საუკუნოვანი ისტორია და მრავალფეროვნება გამოარჩევს, ეს საუკეთესო ადგილია დასვენებისა და რელაქსაციისთვის და ისეთი გამოცდილების შესაძენად, როგორიც ვარსკვლავების ციალის ქვეშ აბაზანის მიღებაა.

9. Badrutt’s Palace Hotel, St. Moritz, შვეიცარია

მათთვის ვინც დასვენებას მეორე ნახევართან ერთად მთაში ამჯობინებს, შვეიცარიის ისტორიულ შალეს Badrutt’s Palace Hotel, St. Moritz-ს წარვუდგენთ. გასულ საუკუნეში ამ კედლებს ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავები ოდრი ჰეპბერნი, ალფრედ ჰიჩკოკი და მარლენ დიტრიხი სტუმრობდნენ. მართალია, მას შემდეგ სასტუმროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ამ ადგილმა თავისი გლამური და დახვეწილობა დღემდე შეინარჩუნა.

10. Origins Lodge, კოსტა რიკა

ბოლოს კი ტროპიკულ ტყეში გამოკიდებულ ვილა Origins Lodge-ს წარმოგიდგენთ, ადგილს, რომელიც საშუალებას მოგცემთ სამყარო და მისი ხმაური უკან მოიტოვოთ და ერთად გატარებული დღეები ბოლომდე შეიგრძნოთ.

ზევით