#მოდა

როგორ ვიპოვოთ იდეალური „პატარა შავი კაბა“ | სტილი

გაზიარება:

შავი ფერი კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის მდიდარი გახლდათ სიმბოლიზმით, ასე მაგალითად: მე-16 საუკუნის ადრეულ წლებში ესპანელ არისტოკრატთა შორის, ეს ფერი სიმდიდრესთან ასოცირდებოდა, რადგან მისი მიღება იმპორტირებული მუხის ვაშლისგან ძალიან ძვირი ჯდებოდა. მე-18 საუკუნის დასაწყისში კი შავი ფერი რომანტიკასთან და ხელოვნებასთან გაიგივდა. მელანქოლიური აურის გამო, ასწლეულის შემდეგ, შავი ფერი ისეთი რომანტიკოსი მწერლებს ნიშა გახდა, როგორებიც ბაირონი, შელი თუ კიტსი არიან.

კოკო შანელი პატარა შავი კაბის შექმნის პროცესში, 1962 წელი

მე-20 საუკუნეში კი, რევოლუციონერმა ფრანგმა დიზაინერმა კოკო შანელმა შავ ფერს ახალი დატვირთვა შესძინა, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მოდის სამყაროში. შანელმა მარტივი ფორმებით, მრავალფუნქციურობითა და პრაქტიკულობით შექმნა კონცეფცია, შემდეგ ამ კონცეფციას ფრთები შეასხა და უნივერსალური „პატარა შავი კაბა“ წარმოგვიდგინა, რომელსაც ყველაზე მოდური ქალების გარდერობში საპატიო ადგილი უნდა დაეკავებინა. ასეც მოხდა, მალე „პატარა, შავი კაბა“ იქცა მუდმივ კლასიკად, რომელსაც თვალისმომჭრელი ქალები ატარებდნენ ყველგან, მათ შორის წითელ ხალიჩებზე, გადასაღებ მოედნებსა თუ სხვადასხვა ტიპის ცერემონიაზე. 

ანიტა ეკბერგი ფილმში la dolce vita, 1960 წელი
ოდრი ჰეპბერნი Breakfast at Tiffany's ფოტოსესიაში, 1961 წელი
პრინცესა დაიანას „შურისძიების“ კაბა Serpentine Gallery-ში, 1994 წელი

„პატარა შავი კაბა“ ოდრი ჰეპბერნისთვის კლასიკურობის,  ჟაკლინ კენედისთვის თანამედროვეობის, პრინცესა დაიანასთვის კი შურისძიების იარაღი გახდა

ელიზაბეტ ჰარლი Four Weddings and a Funeral-ის პრემიერაზე, 1994 წელი

კოკო შანელი კონცეფციამ გაუძლო ათწლეულებს, თითქმის საუკუნესაც კი და დღემდე ითვლება გოგოების Must-have სილუეტად, რომელიც გარდერობში კუთვნილ ადგილს უნდა იკავებდეს, თუმცა მცირედი სახეცვლილებით. თუ კი ადრე „პატარა, შავი კაბა“ სპეციალურ გარემოებას მოითხოვდა, ახლა მისი მორგება ყოველდღიურად შეგვიძლია, სამსახურში, საყიდლებზე თუ სეირნობის დროს. 

თუ კი თქვენ ჯერაც არ გიპოვიათ იდეალური შავი კაბა, მაშინ ვეცდებით დაგეხმაროთ:

 

VELVET CAMISOLE DRESS (159₾)

ყიდვა 

 

MIDI DRESS WITH GATHERED DETAIL (159₾)

 ყიდვა

 

SHORT SATIN DRESS (149₾)

ყიდვა 

 

SEAMLESS RHINESTONE DRESS (109₾)

 ყიდვა

 

POPLIN MIDI DRESS (149₾)

ყიდვა 

ზევით