როგორ მივიღოთ იდეალური რუჯი

წინა სტატიაში დეტალურად მოგიყევით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან. თუკი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ლამაზ რუჯსაც მიიღებთ და საკუთარი კანის ჯანრთელობაზეც იზრუნებთ. მთავარი პროდუქტი, რომელიც ცხელი ზაფხულის დღეებში თქვენს განუყრელ მეგობრად უნდა იქცეს - მზისგან დამცავი კრემებია.  ხოლო, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო კრემი თუ სპრეი და რა რაოდენობით უნდა დავიტანოთ ის სხეულზე, ამ და სხვა დეტალებზე The Diary-ს გუნდი მოგიყვებათ. 

მზის აბაზანების სიყვარული არაა აუცილებელი იმისთვის, რომ თავი მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან დაიცვათ - განურჩევლად იმისა, თუ რა დროს ატარებთ მზეზე, ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი SPF დამცავი კრემები. უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, გამოიყენეთ ფართო სპექტრის კრემი (სულ ცოტა SPF30), მზისგან დაცვის მაღალი ფაქტორით და დაიტანეთ იგი სხეულზე ყოველ 2 საათში ერთხელ, გაითვალისწინეთ და დაიზეპირეთ -  ყოველ 2 საათში ერთხელ მზის დამცავის გამოყენება ნამდვილად საჭიროა! 

მზისგან სახის კანის დასაცავად, აუცილებელია დამცავი კრემის სახეზე სრულად დატანა, მათ შორის თვალის გარშემო. ხშირად, შეფუთვაზე, ამის საწინააღმდეგოს იხილავთ, თუმცა დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ კანი თვალის ირგვლივ აუცილებლად უნდა დავიცვათ დამცავი კრემით.  

მზისგან დამცავი კრემი,  პირველ ადგილს უნდა იკავებდეს საზაფხულო პროდუქტების გარდერობში

British Association of Dermatologists კვლევათა დაყრდნობით შეგვიძლია მზის სხივების მრავალ სასარგებლო თვისებაზეც გავამახვილოთ ყურადღება, მათ შორისაა ვიტამინ D-ს გამოყოფა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, დიდი ხნით სხივებზე ყოფნამ შესაძლოა საერთოდ შეაჩეროს ამ ვიტამინის გამოყოფა. მზის სხივები ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც კანის კიბოსა და ნაადრევ დაბერებას იწვევს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი მისგან სწორი დაცვა. მზის სხივებისგან საუკეთესო დაცვისთვის კი, გირჩევთ, გამოიყენოთ კრემები ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ვიტამინი C ან E როგორც სხეულზე, აგრეთვე სახეზეც.

The Diary-ს რჩეული ტოპ პროდუქტები იდეალური რუჯისთვის: 

1/5 La Roche-Posay Anthelios Melt-In Sunscreen Milk SPF 100

SPF 100 მზის დაცვა გაგიგიათ? დიახ, დიახ ეს იმ ფიფქია გოგოებისთვისაა, რომლებიც ძალიან, ძალიან მარტივად იღებენ კანის დამწვრობას.

SPF

2/5 Dr. Oracle A-Thera Sunblock SPF 50

მსუბუქი გელ-კრემის ტექსტურის ეს პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო არჩევანია მგრძნობიარე კანისთვის და შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ცენტელას ექსტრაქტი და ბამბუკის წყალი. 

SPF

3/5  Black Girl Sunscreen SPF 30

მუქი ტონის კანი გაქვთ და ფიქრობთ რომ მზის სხივებისგან დაცვა არ გჭირდებათ, ტყუილად ფიქრობთ ასე! ასე რომ თქვენთვისაც გვაქვს ალტერნატივა.  

SPF

4/5  Avene Sun Care Spf50+ Fluid

პროდუქტი განკუთვნილია მგრძნობიარე კომბინირებული კანისთვის. მზესთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ავენის ლაბორატორიამ შექმნა მზისგან დამცავი ფორმულა, რომელიც ეფექტიანად იბრძვის UVA –ისა და UVB-ის წინააღმდეგ.

SPF

5/5 Solid & Striped Shell Lip Balm SPF 45

არ დაგავიწყდეთ ტუჩების დაცვა! კანისა და ტუჩების კოლაგენის დასაცავად წაისვით ეს SPF-იანი ბალმი, რომელიც დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა. 

SPF

THE DIARY-ს რჩეული  რუჯის შემდგომი ტოპ პროდუქტები: 

იდეალური რუჯი რომ დიდ ხანს შეინარჩუნოთ და კანიც მუდამ დატენიანებული იყოს, გამოიყენეთ ინტენსიური დამატენიანებელი საშუალებები, მათ შორის კრემი, ემულსია ან ზეთი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ მზის აბაზანების შემდეგ გამოიყენოთ. ჩვენს მიერ შერჩეული პროდუქციის დახმარებით, ნამზეურსაც კარგად შეინარჩუნებთ და კანიც ჯანსაღი და დატენინაბული გექნებათ სულ. 

1/3 L'Occitane Cactus Verbena Aftersun Care - Limited Edition 2021

ეს გელი, რომელიც შეიცავს კაქტუსის ექსტრაქტსა და პროვანსის ცოცხანას, კანს ღრმა დატენიანების შეგრძნებას ანიჭებს. ის ასევე ნაზი სურნელით შეამკობს თქვენს კანს. 

SPF

 

2/3 EISENBERG SOS After Sun Mask Face & Body

კრემის ტექსტურა დელიკატურად ამშვიდებს კანს, აგრილებს და ატენიანებს მომენტალურად, ხსნის კანზე სიმხურვალეს და დისკომფორტის შეგრძნებას.

SPF

3/3 NUXE Refreshing After-Sun Lotion

ფრანგული ბრენდის ეს ჯადოსნური პროდუქტი წამიერად ამშვიდებს კანს და ახანგრძლივებს რუჯს. 

SPF

 

 

ზევით