#დეკორი

რიზ უიზერსპუნის რანჩო ლოს-ანჯელესში

გაზიარება:

რიზ უიზერსპუნი ერთ-ერთი ყველა პოპულარული და მაღალ ანაზღაურებადი ამერიკელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფილმით „ლეგალურად ქერა“. ჰოლივუდის მსახიობი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის კი არის ოსკარი, ოქროს გლობუსი და ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო. 

წლების წინ რიზ უიზერსპუნმა ჩრდილოეთ ლოს-ანჯელესში რანჩო შეიძინა, სადაც ცნობილი მსახიობი ოჯახთან ერთად დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს ატარებს. ხშირად, წარმატებული ადამიანები შემოსავალს უძრავ ქონებაში აბანდებენ. საინტერესოა ხოლმე ასეთი სახლების დათვალიერება და ინსპირაციების შეგროვება.

სახლი

სახლის ეზო, რომელიც 1923 წელს აშენდა, შვიდ ჰექტარზეა განლაგებული და მოიცავს საცურაო აუზს, ბეღელს, საჯინიბოსა და სტუმრებისთვის გათვლილ კოტეჯებს.

დეკორი

მსახიობის რანჩოში მისაღებ ოთახს მე-19 საუკუნის ტყავის სავარძლები ამშვენებს, პატარა მაგიდა კი ვაშლის ხის ღეროსგან არის დამზადებული. 

decor

ჩვენს ყურადღებას ამ ოთახში ხის ანტიკური მრგვალი მაგიდა და ჩესტერფილდის სკამი იპყრობს. ნახატი, რომელიც ვინტაჟური დანიური ჭურჭლით დახუნძლულ თაროებს გვერდს უმშვენებს, კარლ ფიშერის 1830 წლის პორტრეტია. 

მისაღები ოთახის ხის ჭერი, რკინის ჭაღი და ბუხარი პირვანდელი სახით დარჩა სახლის განახლებისას. ხის შვედური მაგიდა და რომაელი პოეტის, ვერგილიუსის მარმარილოს დაფა კი XIX საუკუნითაა დათარიღებული. ამ ყველაფრით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ რომ უიზერსპუნი სახლი მინიმუზეუმია. 

დეკორი

სასადილო ოთახის მშვენება კი, ხის სკამი და 1760-იანი წლის შვედური სკამებია. რაც შეეხება ტყავის სავარძლებს, ისინი დეკორის განახლებისას სპეციალური დაკვეთით ამ სახლისთვის დამზადდა. 

ოთახში, რომელიც მსახიობის ვაჟისთვის არის განკუთვნილი, სკივრები და ჩაშენებული საწოლი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული, ხალიჩა კი, ჩვენი უახლოესი მეზობლის, თურქეთის წარმოებაა.

რიზ უიზერსპუნის ქალიშვილის საძინებელში ორსაუკუნოვანი შვედური მაგიდა, 1920-იანი წლების ჭაღი და ვინტაჟური სკამია განლაგებული.

ზევით