#კულინარია

რეცეპტი: უკრაინული ვარენიკები ალუბლით

გაზიარება:

გაზაფხულის ამ ცივ და თოვლიან ღამეს უკრაინული კულინარიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კერძზე რას იტყოდით? უკრაინული სამზარეულო ცნობილია მისი მრავალფეროვნებითა და მაღალი გემოვნებითი მახასიათებლებით, ამ ქვეყნის სამზარეულოს კერძთა უმრავლესობა მომზადებამდე დამუშავების რთულ პროცესს გადის, თუმცა არსებობს ერთი საოცრად გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი - ვარენიკები ალუბლით, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს, მიღებული შედეგი კი ყოველ დახარჯულ წუთად ღირს.

If.ge-სთან ერთად წარმოგიდგენთ, უკრაინული ვარენიკების რეცეპტს:

ინგრედიენტები:

ფქვილი 300-350 გრ.

კვერცხი 1 ცალი

წყალი 100 გრ.

შაქარი 120 გრ.

ალუბალი 300 გრ.

მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

უკურკო ალუბალს მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ 10-15 წთ.

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი. კვერცხი და წყალი ერთად ათქვიფეთ და ჩაასხით ფქვილში, მოზილეთ და დაასვენეთ 30 წთ.

ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით მრგვალი ფორმები, ცომში მოათავსეთ ალუბალი და მიეცით ვარენიკის ფორმა. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და მოათავსეთ ვარენიკები. მოხარშეთ.

მოაყარეთ კენკრა მზა ვარენიკებს.

მიირთვით გემრიელად!

ზევით