#კულინარია

რეცეპტი: უგემრიელესი შოკოლადის მაფინი მთელი ოჯახისთვის

გაზიარება:

აგრილებისთანავე, ფინჯან ყავასთან თუ ჩაისთან უგემრიელეს დესერტებზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია და რა შეედრება სახლში, საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულს? If.ge-მ ჩვენი მკითხველისთვის უგემრიელესი შოკოლადის მაფინის რეცეპტი შეარჩია, მათი მომზადება საოცრად იოლია, საჭიროა მხოლოდ გულდასმით მიჰყვეთ ინსტრუქციას და მიღებული შედეგით მთელმა ოჯახმა ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 250 გრ.
  • კარაქი 100 გრ.
  • ფქვილი 450-500 გრ.
  • რძე 150-200 გრ.
  • კაკაო 50 გრ.
  • რძიანი შოკოლადი 150 გრ.
  • სოდა 10 გრ.
  • ვანილი 5 გრ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ, დაამატეთ შაქარი და კარგად ამოიყვანეთ. ამოყვანილ მასას დაამატეთ გამდნარი კარაქი, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, სოდა, ვანილი და მარილი და ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ რძე, ბოლოს კი ჩაყარეთ კაკაო.

2. მასა გაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან მოაყარეთ რძიანი შოკოლადის ნატეხები.

3. მოათავსეთ ღუმელში 200°-ზე და გამოაცხვეთ15-20 წთ.

ზევით