#კულინარია

რეცეპტი: შიიტაკის ტაილანდური სუპი

გაზიარება:

ახალი გემოების, მადისაღმძვრელი სურნელისა და რეცეპტის აღმოჩენა ყოველთვის დიდ თავგადასავალთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სრულიად ახალი ქვეყნისთვის დამახასიათებელ კერძს ვეცნობით. 

დღეს, If.ge-თან ერთად, ტაილანდური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - შიიტაკის სუპი გვსურს წარმოგიდგინოთ. ამ სუპის მომზადება არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას, საკმარისია მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეცეპტს და მიღებული შედეგით მაქსიმალურად ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები:

  • შიიტაკი 150 გრ.
  • ჯინჯერი 20 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • ყავისფერი შაქარი 1 ს.კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს.კ.
  • ქოქოსის ზეთი 1 ჩ.კ.
  • სოიოს სოუსი 30 გრ.
  • ძმარი 1 ჩ.კ.
  • ქარის პასტა 1 ჩ.კ.
  • ქონდარი 1 ჩ.კ.
  • ბოსტნეულის ნახარში 500 გრ.
  • ქოქოსის რძე 250 გრ.

მომზადების წესი:

1. სოკოს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ, დროის გასვლის შემდეგ სოკო დაჭერით წვრილად. ტაფაზე დაასხით ქოქოსის ზეთი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ჯინჯერი და ნიორი და მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და ყავისფერი შაქარი, დაასხით სოიოს სოუსი და ძმარი, დაამატეთ ქარის პასტა და ქონდარი და კარგად მოურიეთ.

3. ამის შემდეგ დაამატეთ ბოსტნეულის ნახარში და ქოქოსის რძე და აადუღეთ.
4. დაამატეთ შიიტაკის სოკო და აადუღეთ 10-15 წთ.

ზევით