#კულინარია

რეცეპტი: ,,შოკოლადის” პასტა

გაზიარება:

ექსპერიმენტების დრო დადგა და If.ge-თან ერთად გვსურს წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სიტყვათშეთანხმება კულინარიაში ,,შოკოლადის” პასტა, რომელიც სინამდვილეში არც ისე რთული მოსამზადებელია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ და იმაზე ბევრად გემრიელია, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 1 ნაჭერი
  • ნიორი 1 კბილი
  • ფქვილი 150 გრ.
  • კაკაო 1 ჩ.კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • პაპრიკა ნახევარი ჩ.კ.
  • დაღერღილი წიწაკა
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

1. ბლენდერში მოათავსეთ: ფქვილი, კაკაო, კვერცხი და მარილი. კარგად დააბლენდერეთ. მიღებული ცომი შეფუთეთ და დაასვენეთ 30წთ. დასვენებული ცომი კარგად გააბრტყელეთ და გრძლად დაჭერით.

2. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ პასტა. ჯამში მოათავსეთ პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. მოაყარეთ პაპრიკა, მარილი და პილპილი.

3. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. დააყარეთ დამარინადებული ქათმის ფილე. კარგად რომ დაიბრაწება, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. დაამატეთ პასტა. მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა.

ზევით