#კულინარია

რეცეპტი: საზაფხულო სალათი ბურატათი და კენკრით

გაზიარება:

სწრაფად მოსამზადებელი, ჯანსაღი და დაბალკალორიული სალათები ჩვენი ზაფხულის განუყრელ ნაწილად უკვე დიდი ხანია იქცა. სანამ ჩვენს რჩეულ სეზონს თვალცრემლიანი გამოვემშვიდობებით, გთავაზობთ კიდევ ერთი უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ, შედეგად კი თქვენი რეცეპტორებისთვის განუმეორებელ დღესასწაულს შექმნით.

საზაფხულო სალათი, ბურატას სალათი,

ინგრედიენტები:

რუკოლა

ბურატა

შერეული კენკრა: მაყვალი, მარწყვი და მოცვი

უხეშად დაჭრილი ფისტა

ინგრედიენტები დრესინგისთვის:

2 სუფრის კოვზი ქვის დაფქული მდოგვი
2 სუფრის კოვზი თაფლი
2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
2 სუფრის კოვზი თეთრი ბალზამიანი ძმარი
1/2 ჭიქა უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი
1/2 პატარა შალოტი, დაფქული, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი
1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
1/4 ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი

საზაფხულო სალათი, ბურატას სალათი,

მომზადების წესი:

პატარა თასში აურიეთ დრესინგის ყველა ინგრედიენტი.

დიდ თასში ჩაყარეთ რუკოლა კენკრასთან და დრესინგის ნახევართან ერთად. გადაიტანეთ სალათი დიდ ლანგარზე ან დიდ თასში.

დაჭერით ბურატა და კარგად მიმოფანტეთ სალათზე.

მოაყარეთ ფისტა და მოასხით დამატებითი დრესინგი.

მიირთვით გემრიელად!

ზევით