რეცეპტი: გემრიელი ბლინები ბანანით

ერთ-ერთი ყველა მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული - ბლინებია, სიყვარულით კი ყველას უყვარს, დიდსაც და პატარასაც ერთნაირად. დღეს ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის ახალ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

რეცეპტი 

მომზადების დრო: 10 წუთი  

გამოცხობისთვის საჭირო დრო: 7 წუთი

ინგრედიენტები

• 100 გრ ფქვილი

• 2 ბანანი

• 2 კვერცხი

• ½ ჩ/კ საცხობი ფხვნილი

• მწიკვი მარილი

• ზეითუნი ზეთი

• კარაქი

• 2 ბანანი

• თაფლი

• ნიგოზი

მომზადების წესი

ბანანები, კვერცხები, ფქვილი, საცხობი ფხვნილი და მარილი ბლენდერში მოათავსეთ და დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და აცხვეთ ბლინები, სანამ ორივე მხრიდან ზედაპირი მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. დაჭრილი ბანანები რამდენიმე წუთით მოათავსეთ გამოსაცხობად კარაქიან ტაფაზე. გამომცხვარი ბანანები მოათავსეთ ბლინებზე, ზემოდან მოასხით თაფლი და მოაყარეთ ნიგოზი და და გემრიელად მიირთვით!

ზევით