#კულინარია

რეცეპტი: ავოკადოს ტოსტი, მარტივი, ჯანსაღი და საოცრად გემრიელი

გაზიარება:

საუზმე ჩვენი კვების რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ენერგია, რომელსაც საუზმით ჩვენს სხეულს ვაწვდით, მთლიანად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვიგრძნობთ თავს დღის განმავლობაში. ალბათ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ ავოკადოს ჯადოსნური თვისებების შესახებ და იმასაც აუცილებლად მოკრავდით თვალს, რომ სწორედ ავოკადოს ტოსტის ბუმი მსოფლიოში რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

If.ge-სთან ერთად, წარმოგიდგენთ, მარტივად მოსამზადებელი, ჯანსაღი და საოცრად გემრიელი ავოკადოს ტოსტის რეცეპტს, პორშირებული კვერცხით:

ინგრედიენტები:

ავოკადო 1 ცალი

კვერცხი 2 ცალი

ბალზამიკო 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.

პური 2 ნაჭერი

მარილი

პილპილი

დაღერღილი წიწაკა

მომზადების წესი:

1. ავოკადო მოათავსეთ ჯამში და კარგად დაჭყლიტეთ, მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2. ქვაბში აადუღეთ წყალი და კარგად მოურიეთ, ადუღებულ წყალში მოათავსეთ კვერცხი, მოურიეთ შეძლებისდაგვარად. 3 წუთი გააჩერეთ და ამოიღეთ.

3. პურზე წაუსვით ავოკადო,ზემოდან დაადეთ პორშირებული კვერცხი, მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით და თქვენი გემრიელი საუზმეც მზად არის.

ზევით