რატომ არის რეგულარული ვარჯიში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი

running woman

აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად გამოყენებადი რეცეპტული პრეპარატები, რომელსაც იყენებენ 20-59 წლის ადამიანები, არის ანტიდეპრესანტები. ანალოგიური ტენდენციაა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი სამხრეთ ევროპაში. ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური პრობლემები წარმოადგენს 21 საუკუნის მზარდ პრობლემას. ლოგიკურია ჩნდება კითხვა რატომ ახლა და არა წარსულში? 

სტრესი ჩამოყალიბდა როგორც ადამიანის დამცველობითი პასუხი გარეშე ფაქტორებზე.

სწორედ სტრესის გამო ხდებოდა, რომ ადამიანს ინსტინქტურად უჩნდებოდა გაქცევის ან ბრძოლის სურვილი (გარეული ცხოველებისგან ან მტრისგან თავდაცვა) . ამ ორივე ინსტინქტის წარმოქმნის ეფექტურობისათვის კი ორგანიზმში ვითარდებოდა ცვლილებები, როგორიცაა: სისხლის წნევის მომატება, გლუკოზის დონის მომატება სისხლში და პულსის გახშირება. ეს ყველაფერი ეხმარებოდა პირველყოფილ ადამიანს,  გახურების გარეშე დაეწყო ჩხუბი ან გაქცეულიყო. ამ ცვლილებებს კი იწვევს სამი ჰორმონი: ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში სტრესის წარმომქმნელ მიზეზს წარმოადგენს სხვა: ოჯახური პრობლემები, პრობლემები სამსახურში,დროის ან რესურსის უქონლობა, ბანალური ახალი ამბების მოსმენა. როგორც თქვენ თვითონ შეამჩნევთ, არცერთი ჩამოთვლილი ფაქტორის გამო არ გვჭირდება არც ჩხუბი, არც სირბილი და არც ხტუნვა.

რა ხდება ამ დროს?

ჰორმონები გამოიყოფა იგივენაირად, თუმცა რადგან ჩვენ უმოძრაო მდგომარეობაში ვხვდებით, არ ხდება მათი მოძრაობაში ხარჯვა. სამაგიეროდ, გროვდება და საკმაო დროით ცირკულირებს ორგანიზმში. ზედოზირებისას კი ვიღებთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს (კანკალი, უძილობა და ა. შ), რაც იწვევს ორგანიზმის ფუნქციების დარღვევას. აი აქ, სწორედ მაშინ, როდესაც ვცდილობთ ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილება ჩავახშოთ, ვითარდება ჭამის, დალევის მოწევის და სხვა სურვილი - ყველაზე გავრცელებული არარაციონალური სტრესის  „ჩასახშობი“ მეთოდები.

ზოგ შემთხვევაში ადამიანი მიდის ფსიქოთერაპევთან და შეიძლება მიიღოს კიდეც ანტი-დეპრესანტი. ანტი-დეპრესანტები არ მუშაობს, ხოლო ამაზე სხვა სტატიაში უფრ ოდეტალურად ვისაუბრებთ. რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, სირბილს უკვე აქტიურად იყენებენ ფსიქოლოგიური დარღვევის მკურნალობის დროს.

იმისათვის, რომ ეს ნივთიერებები არ დაგროვდეს ჩვენში და გამოვუშვათ ენერგია გარეთ, უნდა ვიყოთ აქტიური და აქ იგულისხმება არა მსუბუქი ვარჯიშები, როგორიცაა გაწელვები ან წყალზე ტივტივი, არამედ ნამდვილი აქტიური ვარჯიში, რომლისთვისაც საკმარისია კვირაში სამჯერ სირბილი/ძუნძული/სწრაფი სიარული, ან დღეში 5 წუთი ლახტზე ხტუნვა.

ზევით