რა ემართება კანს სტრესის დროს

სტრესი 21-ე საუკუნის ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცხოვრების ტემპის აჩქარება, გარემო პირობები უამრავ ფაქტორზე ახდენს გავლენას და მათ შორის აისახება ჩვენს კანზეც. სტრესის შედეგი შესაძლოა მყისიერად დადგეს ან რამდენიმე თვეში თუ წელიწადში შენიშნოთ მისი საკმაოდ ღრმა კვალი.

akne

აკნე

უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ აკნეს გამწვავება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სტრესულ სიტუაციასთან. აკნეთი დაავადებულ პირებს აღენიშნებათ მომატებული ემოციურობა, რა დროსაც ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის დონე. ეს ჰორმონი ასტიმულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ლიპიდების წარმოებას, ცხიმი კვებავს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს და სწორედ ეს უწყობს ხელს გამონაყარის ფორმირებას.

რეკომენდაცია: თქვენ შეგიძლიათ საკუთარ სხეულს დაეხმაროთ კორტიზოლის დონის შემცირებაში მედიტაციით ან ვარჯიშით. ასევე შეცვალოთ კანის მოვლის რუტინა და მოიმარაგოთ ნაზი ფაქტურისა და ამავდროულად აქტიური ნივთიერებებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები: მაგალითად, როგორიცაა გოგირდზე დაფუძნებული სახის ნიღაბი ან სალიცილის მჟავას გამწმენდი.

ყიდვა

 

სახეზე ხელით ხშირი შეხება

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ადამიანი ემოციურ ფონზე სახეზე ხშირად იკიდებს ხელს, ხან ღაწვებს ეხება, ხან ნიკაპს, ხან კი კისერს. სახეზე ხელის ხშირი დადება, არამხოლოდ არაჰიგიენურია, ის ბაქტერიებს ტოვებს და აღიზიანებს კანს. ბაქტერიებმა კი, შეიძლება ადგილობრივად გამონაყარი გამოიწვიონ.

რეკომენდაცია: გირჩევთ გამონაყარის პატჩებს - COSRX Acne Pimple Master Patch

ყიდვა

ან სპეციალურ გელს, რომელიც შეიცავს პანთენოლს.

ყიდვა

სიმშრალე

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია. ის უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას, საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ სამყარო და პირველი გვამცნობს დაავადებების შესახებ. კანი არის ჩვენი სხეულის სახე. კორტიზოლის მატებამ - რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირდაპირ დამოკიდებულია სტრესთან - შეიძლება გაუწყლოება და კანის ბარიერის გაუარესება გამოიწვიოს.

რეკომენდაცია: დარწმუნდით, რომ სტრესის დროს ჩვეულებრივზე მეტ დამატენიანებელს იყენებთ. პირადად მე გირჩევთ Neocutis Hyalis+ ინტენსიურ დამატენიანებელ შრატს დილასა და საღამოს.

ყიდვა

 შრატის შემდგომ კი სახის კანზე დაიტანეთ EltaMD ბარიერის განახლების კომპლექსი.

ყიდვა

სიწითლე

სტრესმა შეიძლება ასევე როზაცეას გამწვავება გამოიწვიოს.

რეკომენდაცია: გარკვეული კვლევებით დადასტურებულია, რომ ნიაცინამიდი აცხრობს ანთებას და სიწითლეს. გამოიყენეთ centella asiatica დამამშვიდებელი და აღმდგენი ბალახი. 

სცადეთ თქვენს რუტინას დაამატოთ ნიაცინამიდის შემცველი შრატი, როგორიცაა PCA Skin Vitamin B3 გამაღიავებელი შრატი.

ყიდვა

შემდეგ დაატენიანეთ სენტელას აზიური შემცველობით გამდიდრებული კრემით, როგორიცაა COSRX Balancium Comfort Ceramide Cream.

ყიდვა

ზევით