#მოდა #ცნობილები

ფიბი ფალო მოდის სამყაროს საკუთარი ბრენდით დაუბრუნდება

გაზიარება:

დიდი ხნის ნანატრი ქამბექი შედგა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მოდის სამყაროს ფიბი ფალო უბრუნდება. Celine-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი LVMH-ის პატრონაჟით საკუთარ ბრენდს ქმნის. ჯერჯერობით ფიბის ახალი ნაბიჯების შესახებ კონკრეტული დეტალები უცნობია, ახალი ლეიბლის გამოსვლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება 2022 წლის იანვარში იქნება შესაძლებელი.

"დიდი იმედი მაქვს, რომ კვლავ ვიპოვი კავშირს ჩემს აუდიტორიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის შეგრძნება, ექსპერიმენტების ჩატარება და საკუთარი ნებით მართვა. წლების განმავლობაში  LVMH-თან კონსტრუქციული და კრეატიული საქმიანობა მაკავშირებდა, გამომდინარე აქედან ეს ბრენდი ჩვენთვის ბუნებრივი პროგრესის ნათელი მაგალითია" - განაცხადა ფიბი ფალომ Business of Fashion-თან საუბრისას.

LVMH-ის წარმომადგენელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ, ფიბი ფალო წარადგინა როგორც "ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერი" და მასთან შეწინააღმდეგებას არც არავინ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფიბი ფალომ Celine-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა 2017 წელს დატოვა, ბრენდთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად ფალომ მოახერხა და Celine-ს ახალი ცხოვრება, ხედვა და პერსპექტივები დაუტოვა.

ზევით