#სპორტი

ნინა თიბილაშვილი - პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი მედლით

გაზიარება:

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე შესანიშნავი სტარტი აიღო ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა. მან შეძლო და საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლებით საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ნინა ნახევარფინალში  რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს, უკრაინელ ევგენია ბრიუსს დაუპირისპირდა, თიბილაშვილმა მისი დამარცხება მოახერხა, თუმცა ფინალურ ორთაბრძოლაში ბიან ცზინსთან 7:15 თავად დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ნინა თიბილაშვილი დღევანდელი ვერცხლის მედლით პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი გახდა, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო.

შეგხსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

მართალია მედლის გარეშე დარჩა, თუმცა აღსანიშნავია ირმა ხეცურიანის სტარტიც პარალიმპიურ თამაშებზე. მან B კატეგორიაში სულ რვა შეხვედრა გამართა, პირველი ორი წაგებული ჯგუფური თამაშის შემდეგ, ირმამ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალშიც გადავიდა, თუმცა ჩინელ შუმეი ტანისთან მარცხით მან მედლის მოპოვების შანსი სამწუხაროდ დაკარგა.

ზევით