#ცნობილები #კინო #დეკორი

ნინა დობრევის 1920-იანი წლების სახლი ესპანური სტილის შთაგონებით

გაზიარება:

არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორის უმსხვილესი გამოცემის Architectural Digest-თვის, ბულგარელი მსახიობის - ნინა დობრევის სახლის კარი გაიღო. გამოცემას და მის მკითხველებს საშუალება მიეცათ ნინას 1920-იან წლებში აშენებული, ესპანური სტილით შთაგონებული ჰოლივუდური სახლი ეხილათ.

როგორც, მსახიობი გვიმხელს, სახლის მფლობელი 5 წლის წინ გახდა, თავდაპირველად დობრევის სახლი მდოგვისფერი ყვითელი კედლებით გამოირჩეოდა, კარანტინის დროს ნინამ დრო იხელთა და ინტერიერი და ექსტერიერი ერთიანად შეცვალა.

კედლების თეთრად შეღებვა ყოველთვის მსურდა და როდესაც გავაცნობიერე, რომ თავის გასამართლებელი საბაბი აღარ გამაჩნდა, მე და ჩემმა შეყვარებულმა სახლი შევღებეთ.

ნინა აცხადებს, რომ სახლის საკუთარი ხელით გარდაქმნის პირველი დღეები მისთვისაც და მისი მეორე ნახევრისთვისაც მხიარული იყო, თუმცა ცვლილებების დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს და 1 თვის თავზე, ერთადერთი რაც მსახიობმა გაიფიქრა ის იყო, რომ თავი დიდ შარში გაყო. 

თუმცა, ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ცვლილებები შევიტანეთ მასში.

თეთრი ფერი ნინა დობრევის სახლის დომინანტი ფერია, თუმცა მრავალფეროვნება მის საცხოვრებელში სხვა არა ერთი მხიარული გზით შემოდის. დეკორი ნინას ინტერიერში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - მას კომფორტულობის შეგრძნების შემოტანა დაევალა სახლში.

1920 წელს აშენებული სახლის გარდაქმნის პერიოდში ნინამ გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლისთვის სრულად არ დაეკარგა პირვანდელი იერსახე, სწორედ ამიტომ უამრავი დეტალი - მათ შორის აბაზანის მოზაიკა და ბუხრის ორნამენტები ხელუხლებელი დატოვა.

ზევით