#ცნობილები #კინო

ნიკოლ კიდმანის ოქროს ასაკი

გაზიარება:

54 წლის ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანი ამერიკულ Harper's Bazaar-ის ახალი ნომრის მთავარ გმირად მოგვევლინა და ეს ნიკოლის სწორედ ის გამოჩენაა, რომელიც ასე დიდხანს და ძალიან გვაკლდა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლი კინოინდუსტრიას ახალი შემართებით დაუბრუნდა და დრამატულ სერიალებში ყველაზე შთამბეჭდავი როლებით დაგვამახსოვრა თავი. საოცრად პოპულარული Big Little Lies-და და The Undoing-ის შემდეგ, კიდმანი ახალ ადაპტაციაში Nine Perfect Strangers-ში გამოჩნდა, რომლის პრემიერაც სულ რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.

ვცდილობ, ცხოვრებაში რაც შეიძლება გახსნილი ვიყო, უბრალოდ ამ სამყაროში ცხოვრებას ამ მიდგომით ვამჯობინებ

ნიკოლ კიდმანი 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში,  ავსტრალიელების, ენტონი კიდმანისა და ჯანელი ენის ოჯახში დაიბადა, Harper's Bazaar-თან საუბრისას ნიკოლმა ბავშვობის წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიოქიმიკოსი მამისა და მედდა დედის ოჯახში გაზრდამ მას საშუალება მისცა ცხოვრება განსხვავებული თვალით დაენახა, თვალებით, რომელშიც ის არ იყო მშობლებს მიჯაჭვული და ყოველთვის საკუთარ თავს ეძებდა.

მე მაქვს ჩემი სამუშაო, ოჯახი და ჩემი შინაგანი სამყარო, რომელიც თავად აღმოვაჩინე, ღამით წვეულებებზე სიარულის ნაცვლად, სწორედ ამ ყოველივეს ვირჩევ

ნიკოლ კიდმანი მომღერალ კრის ურბანზეა დაქორწინებული, წყვილს ტყუპი გოგოები ჰყავს და მთელ დროსა და ყურადღებას მათ უთმობენ, თუმცა არსებობს ნიკოლის ცხოვრებაში წარსული ქორწინება, რომლებიც მსახიობის ხსენებისთანავე ამოგვიტივტივდება მეხსიერებაში - ჰოლივუდელი წყვილის დიდება, ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი, ურთიერთობა, რომელიც საიდუმლოდ დაიწყო და კიდევ უფრო მისტიკურად დასრულდა. ნიკოლი ინტერვიუებში ტომის და მათი წარსული ურთიერთობის შესახებ არასდროს საუბრობს, ერთადერთი რაც მან Harper's Bazaar-თან აღნიშნა ის გახლდათ, რომ ის იმ პერიოდში ძალიან ახალგაზრდა იყო.

ზევით