Tik-tok რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული პლატფორმაა, გასაკვირი აღარავისთვისაა. პროდუქტის პოპულარული სოციალური მედიის მომხმარებლებში “გავარდნა” ბრენდის უპირობო წარმატების საწინდარია. თავის დროზე სწორედ Tik-tok-ის საშუალებით გავიცანით გუაშას ქვა, Dyson-ის თმის საშრობი და ა.შ.
ამჯერად Tik-tok-ის თვალსაწიერში ახალი პროდუქტი, უფრო სწორედ პრაქტიკა მოექცა, რომელსაც მომხმარებლების თქმით, არც მეტი, არც ნაკლები, ხვრინვის შემცირება, ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება და ყბის მოყვანილობის გაუმჯობესებაც კი შეუძლია. Mouth taping, ანუ, პირის აკვრის პრაქტიკა სულ ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული, თუმცა ტუჩებზე სხვადასხვა ტიპის წებოვანი ლენტითა, თუ ტუჩის ფორმის საკრავით, უკვე არა ერთ ინფლუენსერს წააწყდებოდით.
Mouth taping საკმაოდ მარტივია: ძილის წინ პირზე სპეციალურ წებოვან ლენტს ვიკრავთ, რომელიც პირის აპარატს მთელი რამის მანძილზე დახურულ მდგომარეობაში ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა საკმაოდ ახალია და მისი საფუძვლიანი კვლევა ჯერ არ არსებობს, პირის ლენტის ძირითადი დანიშნულება ხვრინვის შემცირებაა, თუმცა სამედიცინო, თუ სილამაზის სფეროში ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.
Mouth taping-ის დადებითი მხარეები:
ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება: პირის აკვრის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი, ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებაა. პირის მუდმივად დახურულ მდგომარეობაში ყოფნა, ცხვირით სუნთქვას აუმჯობესებს, რაც ფილტვებს საჭირო ტემპერატურის ჟანგბადს აწვდის.
ჟანგბადის მიღების ზრდა: "ნაზალური სუნთქვა ააქტიურებს ქვედა ფილტვებს, რაც უფრო ღრმად სუნთქვის გარანტია, შესაბამისად ორგანიზმი გაცილებით მეტ ჟანგბადს იღებს", - განმარტავს ექიმი ფრაუნდორფი (ორთოდონტი).
ჟანგბადის გაუმჯობესებულ მიღებას თან ახლავს ჰაერის უკეთესი ფილტრაცია და პირით სუნთქვასთან შედარებით, ნახშირორჟანგის უკეთესი ელიმინაცია.
ხვრინვის აღმოფხვრა: პოპულარული პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დადებითი მხარე ხვრინვის შემცირებაა. ექიმების აზრით, ცხვირით სუნთქვამ შეიძლება შეამციროს, ან საერთოდ ხვრინვა, რაც Mouth tape-ის მომხმარებლისა და მისი პარტნიორის მშვიდი ძილის გარანტი ხდება.
პირის ღრუს გაუმჯობესებული ჰიგიენა: ექიმი ფრაუნდორფის აზრით, პირის ლენტი ამცირებს პირის სიმშრალეს და ღრძილების დაავადებების რისკს.
პირის ღრუს უკეთესი სურნელი: პირის ღრუს ჯანმრთელობის ექსპერტების აზრით, უსიამოვნო სუნი და კბილების გაფუჭება პირდაპირაა დაკავშირებული პირით სუნთქვასთან, რადგან პირით სუნთქვის დროს გაცილებით მაღალია პირის ღრუში ბაქტერიებისა და ვირუსების შეღწევის რისკი.
Mouth taping-ის უარყოფითი მხარეები და გვერდითი მოვლენები:
არსებობს პირის აკვრის გარკვეული რისკები. სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირის ლენტის გამოყენება სამედიცინო სფეროს პროფესიონალთან კონსულტაციის შემდეგ დავიწყოთ, რადგან მისი მოხმარება ჯანმრთელობის ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. „მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს ლენტი ზოგადად უსაფრთხოა უმრავლესობისთვის, არსებობს გამონაკლისებიც”, ამბობს ფრაუნდორფი. ”თუ ადამიანს დღის განმავლობაში უჭირს ცხვირით სუნთქვა, მან პირის აკვრა არ უნდა სცადოს”. ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა ძგიდის გამრუდება, ალერგია, სინუსიტი ან ქრონიკული შეშუპება, პირის აკვრამ შესაძლოა სუნთქვის გაუარესება, ან სასუნთქი გზების დაზიანება გამოიწვიოს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში mouth taping-ის ალტერნატიულ გზებს უნდა მიმართოთ.
როგორ გამოვიყენოთ პირის ლენტი?
თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირის ლენტის გამოყენებისგან არ გზღუდავთ, პირის ლენტის გამოყენება საკმაოდ მარტივია. ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირის ასაკრავად მოქნილი სამედიცინო ლენტი, ან მსგავსი ალტერნატივა გამოვიყენოთ, რომელიც არ გააღიზიანებს კანს. კატეგორიულად არაა რეკომენდებული სტანდარტული წებოვანი ლენტის გამოყენება. გარდა ამისა, უმჯობესია სხეული სუნთქვის ახალ ფორმატს მიაჩვიოთ და წებოვანი ლენტის გამოყენება დღის მანძილზე 10-10 წუთით დაიწყოთ. შეგიძლიათ დრო ნელ-ნელა გაზარდოთ, რომ თქვენი ცხვირის აპარატი ამ მდგომარეობას მიეჩვიოს და ამის შემდეგ გამოიყენეთ ტექნიკა ძილის დროს.
და ბოლოს, რომელი ლენტები გამოვიყენოთ:
ამჯერად Tik-tok-ერებში ყველაზე პოპულარულ პირის ლენტებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენამდე ინტერნეტ მომხმარებლებმა გატესტეს და რეკომენდაციაც გაუწიეს.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.