#სპორტი

მოტო, ყავა და ,,კაი პონტი” - რა და სად არის Moto Hub?

გაზიარება:

მოდით შევთანხმდეთ, რომ თბილისში ყველა საჭირო ლოკაცია ზეპირად ვიცით. ისიც ვიცით, სად უნდა წავიდეთ კონკრეტული სიტუაციის, საკვების, თუ სერვისის მისაღებად. რას იტყოდით, თქვენი სურვილებისთვის თავი ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე რომ მოეყარათ, ლამაზად შეეფუთათ და ისეთ გარემოში მოეყარათ თავი, რომელიც აქამდე თბილისში არ შეგხვედრიათ? The Diary ახალ, საინტერესო და კომპლექსურ სივრცეს წარმოგიდგენთ, რომელიც პირველ რიგში მოტო მოყვარულებისთვის და შემდეგ ყველა დანარჩენისთვის must go ლოკაცია მალე გახდება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Moto Hub (@motohub_georgia)

Moto Hub თქვენი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის ნამდვილი სამოთხეა, თუმცა ტერიტორიაზე განლაგებული ე.წ. დრაივი და კაფე-ტერასა არც სხვა სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს დაგწყვეტთ გულს (თუ გნებავთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიბრძანდით). ალტერნატიული სივრცე ერთდროულად მოტო სერვისი, გემრიელი ყავის დასაგემოვნებელი კუთხე და მალე ,,გაპონტებადი” ლოკაციაა. (If you know what I mean?!)

moto hub, მოტო სერვისი, მოტო კლუბი

Moto Hub-ის შემქმნელი ცნობილი ქართველი მოტო მრბოლელი - გიორგი (ჯიჯი) აბაშიძეა, შესაბამისად Moto Hub-ის ტერიტორიაზე ,,პურთან” ერთად სანახაობასაც თუ წააწყდით, ნუ გაგიკვირდებათ. მოტო მოყვარულების წრეში არასდროს მოიწყენთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Moto Hub (@motohub_georgia)

ჰაბის კიდევ ერთი ხიბლი დეტალებში გათვლილი ატმოსფეროა, რომელიც შესასვლელთან მდებარე კედლით იწყება. ამ უკანასკნელს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის - სალი ნიკოლაიშვილის ნახატი ამშვენებს. მოკლედ, ბევრი რომ არ იკითხოთ, ერთი დღე აუცილებლად დაგეგმეთ და აუცილებლად ეწვიათ ადგილს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია!

 

ზევით