#მოდა #კულტურა

„მოდა, ხელოვნება არ არის?”: VALENTINO HAUTE COUTURE ჩვენება

გაზიარება:

„მოდა ხელოვნება არ არის” - წერდა Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპალო პიჩოლი Valentino Des Ateliers-ის შოუში, თუმცა მოდის სახლის Haute Couture ჩვენების ხილვის შემდეგ, რომელიც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს სახლში გაიმართა, ვრწმუნდებით, რომ პიერპალო პიჩოლის ეს ფრაზა, სხვა არაფერია, თუ არა სატირა.

კურატორ ჯანლუიჯი რიკუპერატისთან ერთად პიერპალო პიჩოლიმ ოცნების გუნდი შექმნა, რომელიც 16 საერთაშორისო, თანამედროვე მხატვრისგან შედგებოდა, ახალ კოლექციას Des Ateliers უწოდა, იმის ხაზგასასმელად, რომ თითოეული ესკიზი და დიზაინი Valentino-ს გუნდისა და ხელოვანების კოლაბორაციით შეიქმნა.

Valentino Haute Couture ჩვენებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ეს გახლდათ თანამედროვე ხელოვნების ზეიმი მოდაში, სკულპტურული სილუეტებით, გრაციოზული კაბებით და მრავლისმთქმელი დიზაინებით.

ზევით